Digest Logo

„ანაბეჭდი ემთხვევა ჩვენი ქორწილის თარიღს და წერია „მხოლოდ სამუდამო“... ჩვენს სიყვარულზე მინიშნება, რომ სამუდამო იქნება ეს კავშირი“ - რას წერს მარიამ შარმანაშვილი

1747057797
მარიამ შარმანაშვილი

რამდენიმე თვის წინ ზუმბას ქართველი ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ნიშნობა შედგა. მარიამის ცხოვრება სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის მსოფლიო ვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟზე იყო შეყვარებული.

რამდენიმე კვირის წინ  კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მოინათლა.

ახლა წყვილი ლოს-ანჯელესში იმყოფება, იქ გადაღებულ კადრებს კი მარიამი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„დიდების ხეივანში ვეძებდით ქალბატონი სოფიას ანაბეჭდს, ჰოდა კარლო მეძახის ვიპოვეო და ნახე, როგორი დამთხვევა აღმოვაჩინეთ.

ეს ანაბეჭდი ემთხვევა 26 ივლისს, ჩვენი ქორწილის თარიღს და წერია „მხოლოდ სამუდამო“ და ალბათ ეგეც ჩვენს სიყვარულზე მინიშნება, რომ სამუდამო იქნება ეს კავშირი ჩვენს შორის“, - წერს მარიამ შარმანაშვილი.  

ასევე დაგაინტერესებთ:

„აქტიურად გამოჩნდა ბაზარზე და არის ძალიან ტოქსიკური, ეს არის ნარკოტიკი, რომელიც იპყრობს შენ გონებას და გამონებს“ - რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

„მოიტანს „ენერგეტიკულ“ უკმარისობას, აფექტურ და დამანგრეველ გადაწყვეტილებებს...“ - რამაზ გიგაური 12 მაისის სავსემთვარეობაზე

„იცავს თქვენს ორგანიზმს ყოველდღიური სტრესის, ვირუსების და ანთებითი პროცესებისგან“ - გიორგი ფხაკაძე იმუნიტეტის გამაძლიერებელი წვენის რეცეპტს გვიზიარებს