 
        
        წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში სამოტივაციო შინაარსის პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, თვითრწმენა არ ნიშნავს სიამაყეს ან ზედმეტ თავდაჯერებულობას, არამედ შინაგან სიწყნარეს, როცა ზუსტად იცი, რომ ყველაფერს შეძლებ:
„თვითრწმენა არ ნიშნავს სიამაყეს ან ზედმეტ თავდაჯერებულობას.
ის ნიშნავს შინაგან სიწყნარეს, როცა ზუსტად იცი, რომ ყველაფერს შეძლებ, რაც შენი გზაა.
როცა გწამს საკუთარი ძალის, სამყაროც იწყებს შენს რწმენაში მონაწილეობას. ყოველი დიდი წარმატება იწყება ერთი პატარა ფრაზით: „მე შემიძლია“.
ეს სიტყვები შეიცავს ენერგიას, რომელიც მერყეობას ანაცვლებს მოქმედებით და ეჭვს მიზანდასახულობით.
თვითრწმენა იბადება არა მაშინ, როცა ყველაფერი გამოგდის, არამედ მაშინ, როცა დაცემის შემდეგაც დგები და გწამს, რომ ესეც გზის ნაწილია.
როცა შეცდომას აღარ აღიქვამ მარცხად, არამედ გაკვეთილად, სწორედ მაშინ იწყება შენი შინაგანი აღმასვლა.
თვითრწმენა არის ყველაზე ძლიერი ენერგია:
ის იზიდავს შესაძლებლობებს, ადამიანებს და მოვლენებს, რომლებიც ზუსტად შენს სიხშირეზე ვიბრირებენ.
ნურასდროს დაელოდები გარე დამტკიცებას. დაიჯერე საკუთარი გზა, საკუთარი ხმა, საკუთარი დრო.
როცა საკუთარ თავში რწმენა გაჩნდება სამყარო თავად დაიჯერებს შენს შესაძლებლობებს“, - წერს ზაზა ჯაიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რატომ იწყება წონასთან ბრძოლა გონებაში და არა თეფშზე...“ - ნატა გაგუას რეკომენდაციები
