 
        
        ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ვენებისთვის სასარგებლო და საზიანო პროდუქტების ჩამონათვალს გვიზიარებს.
მისი თქმით, შებოლილი პროდუქტები და ხორცის ბულიონი ვენების კედლების მტერია:
„ვენებისთვის სასარგებლო საკვები:
ხილი და ბოსტნეული – აძლიერებს ვენებს.
ვიტამინი E – ზრდის ელასტიკურობას(წყაროები: ხორბალი, პარკოსნები, სალათის ფურცელი, კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი).
ვიტამინი C – ამაგრებს ვენების კედლებს (ასკილი, წიწაკა, კომბოსტო, ციტრუსები).
ვიტამინი PP – ამაგრებს სარქვლებს (ციტრუსები, კაკალი, ჩაი).
ბიოფლავონოიდები – ხსნის თრომბებს (ალუბალი, წითელი ბალი).
თუთია – აუცილებელია ელასტინის სინთეზისთვის. (ზღვის პროდუქტები, ღვიძლი).
სითხე – დღეში 1.5–2 ლიტრი წყალი აუცილებელია სისხლის გასათხელებლად და კარგი ცირკულაციისთვის.
ვენებისთვის საზიანოა:
ცხიმიანი, ტკბილი, ცომეული – ზედმეტი წონა აზიანებს ვენებს.
შებოლილი პროდუქტები, ხორცის ბულიონი – ვენების კედლების მტერი.
ალკოჰოლი და ყავა – აჩერებს სითხეს ორგანიზმში და აძლიერებს დატვირთვას ვენებზე.
ფიზიკური აქტივობა: ყოველდღე მინიმუმ 40 წუთი ფეხით სიარული აუმჯობესებს ვენების მუშაობას.
იზრუნე ვენებზე – ჭამე სწორად, იარეთ ფეხით და იყავით ჯანმრთელად!“, - წერს მამუკა რაშოიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რატომ იწყება წონასთან ბრძოლა გონებაში და არა თეფშზე...“ - ნატა გაგუას რეკომენდაციები
