ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 25 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღის მმართველი ციური სხეული მთვარეა:
ვერძი
შეგიძლიათ დღევანდელი დღე საკმაოდ აქტიურად გამოიყენოთ და თავი გაართვათ როგორც საკუთარ, ისე სხვების პრობლემებს. მოგეცემათ შესაძლებლობა ეს დღე წარმატებულად გამოიყენოთ და თქვენი მისიები შეასრულოთ.
კურო
საუკეთესო დღე გელოდებათ. გექნებათ შესაძლებლობა აღმოაჩინოთ ფარული მტრები, ან ის, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით. შესაძლოა დაიწყოთ ახალი რომანტიკული ურთიერთობა. კარგად დააკვირდით ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.
ტყუპები
ეს დღე თქვენთვის შედარებით რთული იქნება. ის საქმეები რომლებსაც გეგონათ თავს მარტივად გაართმევდით გართულდება და გეგმების ცვლილება მოგიწევთ. გმართებთ სიფრთხილე და ყურადღება. დღე მშვიდად უნდა გაატაროთ.
კირჩხიბი
ეს დღე ნაყოფიერია სწავლისთვის და რთული საქმეების შესასრულებლად. შეგიძლიათ დაგეგმოთ შეხვედრები და ახალი ღონისძიებები. გამოიყენეთ მნიშვნელოვანი საქმეების შესასრულებლად.
ლომი
დღეს შესაძლოა ისეთმა საქმეებმა იჩინოს თავი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. არ გაჩერდეთ და საკუთარ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა. გექნებათ ახალი შემოთავაზებები.
ქალწული
დღე თქვენთვის პოზიტიურია. გამოიყენეთ ყველა შანსი, რომელსაც სამყარო მოგცემთ. გამოიჩინეთ ინიციატივა და ენერგია არ დაიშუროთ სასურველი მიზნის მისაღწევად.
სასწორი
დღის პირველი ნახევარი გამოიყენეთ სწორად. ეს პერიოდი თქვენთვის მეტად ნაყოფიერი იქნება. შეგიძლიათ იყოთ აქტიურები და მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარში დაძაბული პერიოდი გელოდებათ, ასე რომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
მორიელი
ნაყოფიერი, თუმცა დატვირთული დღე გელოდებათ. შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ სად როგორ მოიქცეთ. შესაძლოა დაიწყოთ ახალი რომანტიკული ურთიერთობა, თუმცა ინიციატივა თავად უნდა გამოიჩინოთ.
მშვილდოსანი
დატვირთული დღე გელოდებათ და მოგიწევთ მეტი შრომა გასწიოთ, ვიდრე სხვა დღეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობებს თავს ვერ გაართმევთ. სწორად გადაანაწილეთ თქვენი დრო და ენერგია.
თხის რქა
რთული დღეა ურთიერთობების კუთხით. არ არის სასურველი მნიშვნელოვანი თემების განხილვა და გადაწყვეტა. ამას შესაძლოა კონფლიქტი და დაძაბულობა მოჰყვეს. არ აიღოთ ახალი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები.
მერწყული
დილით კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდებით, თუმცა თავის გართმევას აუცილებლად მოახერხებთ. ეცადეთ იუმორით შეხედოთ დაძაბულობას. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ მარტივად გამოასწოროთ ყველაფერი.
თევზები
ეს დღე თქვენთვის დადებითია და ვარსკვლავებიც თქვენს მხარეს არიან. არ დანებდეთ და იმოქმედეთ. თუ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანთ შრომა ნამდვილად არ იქნება წარმატებული.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: