როდის უნდა დაიდგას, ნაძვის ხე? რომელ მხარეს? და რა ფერის? რათა მოგიტანოთ ბარაქა და წარმატება - აღნიშნულ საინტერესო თემებზე ეზოთერიკოსმა გოგა მანია ფეისბუკზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.
„ნაძვის ხე აუცილებლად უნდა დაიდგას 15 ან 16 დეკემბერს დღის საათებში.
ნაძვის ხე უნდა დავდგათ აღმოსავლეთის მხარეს, ხოლო სანამ ნაძვის ხეს დადგამთ აუცილებელია გაასუფთაოთ ის ადგილი სანთლით, სურნელოვანი ჩხირით ან საკმევლით.
მათ ვისაც გათხოვება უნდა თქვენი სამკაული ბეჭედი მაგალითად, შეგიძლიათ მოათავსოთ წითელ ნაჭერში მოუკრათ თავი და დაკიდოთ ნაძვის ხეზე. მათ ვისაც უნდა, რომ ოჯახში ნამატი ჰქონდეს შვილის სახით, შეგიძლიათ პატარა ტანსაცმელი იყიდოთ გოგოსი და ბიჭის, გაახვიოთ ღია ფერის ნაჭერში და დადოთ ნაძვის ხის ძირას, ასევე შეგიძლიათ გაახვიოთ ე.წ მატყუარა და ისიც დაკიდოთ ნაძვის ხეზე შეუმჩნეველ ადგილას.
რაც შეეხება ფინანსურ კეთილდღეობას - ნაჭერში ჩაყარეთ ბრინჯი და მონეტა და დაკიდეთ ნაძვის ხეზე“, - ამბობს გოგა მანია.
როგორც იგი ვიდეოში საუბრობს ნაძვის ხის ფერი უნდა იყოს ის ფერი, რომელზეც გული მიგვდის.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: