ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მარსის მშვილდოსნის ნიშანში გადასვლაზე წერს:
„4 ნოემბერს, თბილისის დროით 17:01-ზე მარსი მშვილდოსნის ნიშანში შეაბიჯებს. ის აქ 15 დეკემბრამდე იმოძრავებს.
მათთვის, ვისაც მზე,ან მარსი ცეცხლის სტიქიის ნიშნებში ჰყავთ, ეს პერიოდი ძალზე კარგი იქნება. გაუმართლებთ ასევე მზით და მარსით მერწყულებს და სასწორებს. ტყუპებს, თევზებს და ქალწულებს სხვადასხვა სირთულეებთან მოუწევთ შეჯახება. თუმცა ყველაფერი ისევ და ისევ პირად რუკაზეა დამოკიდებული...
ამ ტრანზიტის გამო საერთაშორისო თემებში შესაძლოა დაძაბულობამ და კონფლიქტების სიხშირემ მოიმატოს, მეტადრე რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ კონფლიქტებში;
ჩვენი ქვეყნის ასტროლოგიურ რუკასთან დამოკიდებულებაში მარსი გადის მე-7 სახლს, რომელიც პასუხისმგებელია საკმაოდ ბევრ რამეზე, მათ შორის დიპლომატიაზე, საერთაშორისო კავშირებზე, ხელშეკრულებებზე და ალიანსებზე. მშვილდოსნის ზოდიაქოს მე-4 გრადუსზე საქართველოს რუკაში მერკური დგას. სულ მალე ტრანზიტული მარსი ამ მერკურის შეუერთდება. ეს მოხდება8-10 რიცხვებში. მერკური მოლაპარაკებების პლანეტაა და როგორც ჩანს ამ დღეებში, ზედა ეშელონებსა და უცხოეთის გავლენიან სტრუქტურებს შორის ასეთი მოლაპარაკებები შედგება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარსი ჩვენს რუკაში, მე12 სახლის ( ფარული ამბების) მმართველია, და შესაძლოა ამ მოლაპარაკებების შესახებ ჩვენ ვერც შევიტყოთ. ერთადერთი რითაც შეგვიძლია მივხვდეთ, შედეგებია. მალევე, რაღაც კუთხით მაინც უნდა გააქტიურდეს საბანკო სისტემა, ან განათლების რეფორმებზე წამოიწყონ საუბარი, ვინაიდან მარსს ექნება შეერთება იქვე მე-9 გრადუსზე მდგარ იუპიტერთან, რომელიც ამ თემებს განაგებს. თუმცა იუპიტერსვე აბარია ეკლესიაც და მისი იერარქებიც, ამიტომ შეიძლება ამ მიმართულებით განვითარდეს მოვლენები. წინასწარ ვიტყვი, დიდად არც თუ სახარბიელოდ, ვინაიდან მარსი მაინცდამაინც კეთილი პლანეტა არაა. ის ჩვენგან აქტიურ ქმედებებს, ინიციატივებს ითხოვს და თუ არ „ვაძლევთ“, მაშინ აფუჭებს რაღაც-რაღაცებს, რომ ეს ქმედებები ძალით გაგვახორციელებინოს.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას - ჩვენი ქმედებები ჩვენი იდეალებით იქნება განპირობებული. ასევე სურვილით, გამოცადო რაიმე ახალი, განსხვავებული იმ კულტურულ - საზოგადოებრივი ტრადიცებისგან, რაც ჩვენთვის ჩვეულია. ჩნდება, ან მატულობს უკვე არსებული ინტერესი ყველაფერი უცხოურის მიმართ, გვიზიდავს უცხო კულტურა, უცხო ხალხი, უცხო ენები. რუტინა ძალზე მომაბეზრებელი ხდება და ადამიანები რაღაც ავანტიურული თავგადასავლებისკენ ილტვიან, მათ შორის მოგზაურობებისაკენ. ბევრს შეიძლება სწავლის, განათლების მიღების, თვალსაწიერის გაფართოების სურვილი გაუჩნდეს, ზოგიც იურიდიული საკითხების მოგვარების აუცილებლობის წინაშე დადგება, ვიღაცებს მსოფლმხედველობაში და მორალურ ფასეულობებში ექნებათ ცვლილებები და ასე შემდეგ. მთელი თვე ნახევარი იქნება მარსი აქ და ზოგს სიკეთეს და წარმატებას მოუტანს, ზოგს პრობლემებს“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „იცოდით რომ გაზების გაშვება სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ?...“ - სპეციალისტის განმარტება
⭕„ზოგმა კარგად მლანძღა, რადგან კარაქი ვერაგად მოვიხსენიე...“ - რას წერს ზაზა თელია