
„დღეს არის 8 მაისი, უსასრულობა, ჩანაფიქრების დღე საბედისწერო ხდება კარგი მიმართულებით. მნიშვნელოვანია დღე პოზიტიური გზავნილებით დავიწყოთ“, - 8 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა.
ასევე მან ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიზიარა.
ცეცხლის სტიქია
ვერძი
დაბალანსების და ჰარმონიზაციის დღეა. ერთადერთი რაც შემაფერხებელი იქნება, არის ზედმეტი ზეწოლა გარემოდან. ისწავლეთ მათგან განშორება.
ლომი
თქვენთვის დღე სასიკეთოა. განსაკუთრებით გეძლევათ ინფორმაცია, მაგრამ გიხდებათ მეტი საქმის გაკეთება და მეტად შრომა, ვიდრე აქამდე აკეთებდით. ეს გამოიწვევს ახალ ინტერესებს. უნდა დაინდოთ თქვენ ირგვლივ მყოფები.
მშვილდოსანი
კარმული და საბედისწერო დღე არის. ეცადეთ, რომ დღეს თქვენი გეგმები სურვილები და სამომავლო პერსპექტივები არ გააზიაროთ. შესაძლოა ირგვლივ აღმოჩნდნენ ენერგეტიკული ქურდები, რომლებიც თქვენ სიკეთეს მიითვისებენ.
მიწის სტიქია
კურო
დღეს მეტი განტვირთვა გჭირდებათ. ენერგია მაქსიმალურად მაღალია მიწიდან და კოსმოსიდან წამოსული. ზედმეტად დაძაბული შეიძლება იყოთ. ენერგიას უნდა მისცეთ სწორი მიმართულება.
ქალწული
საჭიროა სწორი დასვენება, დაძინება, გამოძინება. საკუთარ თავზე ზრუნვა. ეცადეთ დღევანდელი დღე განტვირთვაში გაატაროთ და ერთგვარი დეტოქსი მოიწყოთ.
თხის რქა
დღევანდელი დღე იძლევა სიკეთეს, აღიარებას, წარმატებას. თუ თქვენ გინდათ თქვენი სურვილების გაზიარება სხვებისთვის ან ეძებთ პარტნიორს სასიყვარულო ურთიერთობებისთვის შესანიშნავი დროა.
ჰაერის სტიქია
ტყუპები
მნიშვნელოვანია თავი შეიკავოთ ამბიციური გადაწყვეტილებებისგან. საკუთარ თავზე იმაზე მეტი არ აიღოთ რაც არ შეგიძლიათ. წარსულიდან დაბრუნებულ პარტნიორთან ურთიერთობა შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს.
სასწორი
მეტწილად გამოსწორების, ამოსუნთქვის, განეიტრალების და საკუთარ თავზე ზრუნვის დღეა. უკვე მიხვდით ვინ არის საჭირო თქვენ ცხოვრებაში და ვინ არა. ამიტომ გასათვალისწინებელია დააბალანსოთ ყველაფერი.
მერწყული
განსაკუთრებულად ძლიერი იმპულსებია სამყაროსგან. მოულოდნელი და დეპრესიული განცდები გაქვთ. ეცადეთ, რომ სრულად გამოიტანოთ ტოქსიკური ენერგიები.
წყლის სტიქია
კირჩხიბი
გაქცევის ძიების სურვილი გაქვთ. ეძებთ ახალ გზებს, რაც არის იმის გამო რომ შინაგანი უკმარობა გაგაჩნიათ. ეცადეთ რამდენიმე ჩასუნთქვით დაუბრუნდეთ საკუთარ თავს.
მორიელი
ნეიტრალურობა ხდება. საბრძოლო მდგომარეობიდან გამოდიხართ. ისწავლეთ საკუთარი თავის შექება და აღიარება. მიიღეთ ის პოზიტივი და სასიკეთო ენერგია გარემოსგან, რაც გჭირდებათ.
თევზები
დღეს მნიშვნელოვანია დასვენება, ფიზიკურ ენერგიაზე ზრუნვა, რომ არ მოხდეს მათი გადაღლა. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ფეხებს და სახსროვან სისტემას. ბასრ ინსტრუმენტებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღრუბელი, წვიმა...“- ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით