Digest Logo

🎥 „საბედისწერო კვირა იწყება“ – განსაკუთრებით ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებს ანზორ ოდიშარია

1751273130
ანზორ ოდიშარია

„მიმდინარე კვირაში ენერგიის შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა პერიოდი მაინც პოზიტიურია საქმიანი მოლაპარაკებებისთვის და დოკუმენტებთან მუშაობისთვის“, - ასე აფასებს მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია, რომელიც ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:👇

ვერძი

საბედისწერო პერიოდი აქვთ, აქ მათი წარსულის ბედისწერა ბრუნდება და აქტიურდება წარსულის მოვლენები, შეიძლება წახვიდეთ სამოგზაუროდ იქ, სადაც იყავით ადრე, ადამიანები დაბრუნდნენ თქვენ ცხოვრებაში, ვისთანაც წარსულში გქონდათ ურთიერთობა. 

ლომი 

აქ ძლიერია კომუნიკაციის უნარი, იდეები, აზრები, სურვილები იქნება მოჭარბებული. სასიკეთო დროა აისრულოთ სურვილები, თუმცა მთავარია არ გადააჭარბოთ მოლოდინებს, რომელიც იქნება მომატყუებელი. 

მშვილდოსანი

ენერგია უფრო წარმატებულია, უფრო მარტივად იხდენთ სურვილებს. ეს კვირა კარგია მოგზაურობისთვის და დასვენებისთვის. 

კურო

ამ პერიოდში განსაკუთრებულად უმართლებთ, სიკეთე და ემოციები თქვენთან მოდის. აქ მნიშვნელოვანია საციცხოცხლო ენერგიები, როცა ამის დეფიციტს განიცდის არის აგრესიული. 

ქალწული

უმართლებთ როგორც მოლაპარაკებებში, ასევე სამსახურის კუთხით. მეგობრებთან და პარტნიორულ ურთიერთობებში სასიკეთო ტენდენციები იგრძნობა. 

თხის რქა 

უჭირს ეს პერიოდი მიიღოს როგორც დასვენების პერიოდი, რადგან ახლა გრძნობს ენერგიის მომატებას და მეტი სამუშაო რესურსი აქვს. 

კირჩხიბი

ახლა თქვენი დროა, ყველაზე მთავარი არის 17 რიცხვამდე მოახერხონ საკუთარი სურვილების ასრულება და იდეების რეალიზაცია. გააქტიურდით არ გაქვთ გაჩერების უფლება. 

მორიელი

საფრთხის შეგრძნება მაღალია და განცდა იმისა თუ რა იქნება მომავალში, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ განთავისუფლდით ზედმეტი პროვოკაციებისგან და გამოიჩინეთ დიპლომატის ენა.

თევზები

ეს კვირა კარგია, ამიტომ გამოიყენეთ მაქსიმალურად. ახლა შეგიძლიათ თქვენ სურვილებს და ოცნებებს მისცეთ რეალიზაციის საშუალება. პროფესიული თვალსაზრისით შეიძლება გამოჩნდეთ და მიიღოთ ამ კუთხით სარგებელი. თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ.

ტყუპები

ძლიერი ენერგიები მოდის, თქვენი დროც მალე მოვა და გაგიმართლებთ სასიყვარულო ურთიერთობებში და უფრო მარტივი გახდება თქვენთვის ცხოვრება. 

სასწორი

ცოტათი უჭირთ, პროვოკაციები თქვენს ირგვლივ არსებობს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფინანსური ვალების გაცემა და აღება, ასევე არ გასცეთ არანაირი პირობა. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისგან სჯობს თავი შეიკავოთ.

მერწყული

გაქვთ ტიტანური ენერგიები, რაც გამოიხატება შფოთვით და არ იცით, თუ სად წაიღოთ შინაგანი ენერგიები. შემდეგი 1 კვირის მანძილზე აკრძალული გაქვთ აგრესიულობა, კონფლიქტები, ასევე მაღალია ალბათობა მოტყუების და გამოიჩინეთ მეტი დაკვირვებულობა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შეიძინეთ ლატარიის ბილეთი, ახლა თქვენი დროა!“ - მიხეილ ცაგარელის თქმით, ეს კვირა იღბლიანია ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

⭕„ემოციურად რთული დღეა, უმნიშვნელო შეცდომამაც კი შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს“ - 30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕გიორგი გველესიანი ესპანეთში მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ისვენებს - წყვილი კადრებში ბრწყინავს