
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თეირანის „პერსეპოლისის“ ცენტრალური მცველი, გიორგი გველესიანი, გასულ წელს ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი შთამბეჭდავი გამოსვლა პორტუგალიის წინააღმდეგ, რომელმაც ფეხბურთელის მიმართ ინტერესი საერთაშორისო დონეზეც გააძლიერა.
გველესიანი უკვე მრავალი წელია ირანის ერთ-ერთ წამყვან კლუბში თამაშობს და მისი სტაბილური და ძლიერ დაცვითი თამაში მას ნაკრების მნიშვნელოვან ფიგურად აქცევს.
ფეხბურთელის წარმატებული კარიერის მიღმა მდგარი ოჯახური ცხოვრება არანაკლებ აღსანიშნავია. გიორგი გველესიანის მეუღლეა ლინდა კიკოლაშვილი, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს. გარდა ამისა, გველესიანს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს და მისთვის ოჯახი ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
გველესიანის როგორც საფეხბურთო კარიერა, ისე პირადი ცხოვრება, მის პროფესიონალიზმსა და სანდოობაზე მიუთითებს - როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ამჯერად გიორგი გველესიანი, სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მეუღლესთან - ლინდა კიკოლაშვილთან და მეგობრებთან ერთად ესპანეთში ისვენებს - წყვილი კადრებში ნამდვილად, რომ ბრწყინავს.
„შესანიშნავი წყვილი“,
„ბედნიერი დღეები გქონდეთ,“
„რა კარგები ხართ“,
„საუკეთესოები“,
„ძალიან უხდებით ერთმანეთს“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით