Digest Logo

„საბოლოოდ სრულდება წინა თვეების დაძაბულობა“ – რას ურჩევს ხატია ბედოშვილი კუროებს დეკემბერში

1795870023
ხატია ბედოშვილი

ასტროლოგი ხატია ბედოშვილი კუროებისთვის დეკემბრის პროგნოზს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, თვის პირველ ნახევარში გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და რისკისგან თავის შეკავებაა რეკომენდებული, მეორე ნახევარი კი ფინანსური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შედარებით ჰარმონიულია.

პროგნოზში საუბარია კარიერულ შესაძლებლობებზე, პარტნიორულ ურთიერთობებში ცვლილებების აუცილებლობაზე, საბუთებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიფრთხილეზე, ასევე მითითებულია დეკემბრის ჰარმონიული და დაძაბული დღეები.

„კურო-დეკემბრის პროგნოზი”

დეკემბრის თვეში, საბოლოოდ სრულდება წინა თვეების დაძაბულობა. გამარტივდება კომუნიკაცია, განსაკუთრებით 10 რიცხვის შემდეგ.

თვის პირველ ნახევარში, არის გაუთვალისწინებელი ხარჯების ალბათობა. არ ღირს რისკი.

თვის მეორე ნახევარი ჰარმონიულია, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.

პარტნიორულ ურთიერთობებში, თუ ძველებურ მიდგომებს შეინარჩუნებთ და ცვლიელებებს არ განახორციელებთ, პრობლემები გამოიჩენს თავს მანამ, სანამ არ დანერგავთ ახალ ღირებულებებს.

სამსახურებრივი თვალსაზრისით, გამოწვევები სრულდება იმის მიხედვით, თუ როგორ გაიარეთ წინა თვეები, კონკრეტული კანონზომიერება გამოვლინდება.

არის დაწინაურების, ხელფასის მომატების, ან უკეთესი სამსახურებრივი შემოთავაზების მიღების შანსი. თუ თავი აარიდეთ პასუხისმგებლობებს ბოლო ორი თვის მანძილზე, ან გააპროტესტეთ,ამ შემთხვევაში დეკემბერშიც გაგრძელდება სირთულეები კარმულად.

ჰარმონიული თვეა შვილებთან და მშობლებთან ურთიერთობების თვალსაზრისით. შეგიძლიათ ჩიხიდან გამოხვიდეთ პარტნიორულ ურთიერთობაშიც.

თვის მეორე ნახევარი, ჰარმონიულია ახალი საქმეების წამოსაწყებად, თუ ყველა დეტალი ნათელი იქნება. არის ტყუილისა და თაღლითობის ალბათობა საქმიან მოლაპარაკებებსა და ბიზნეს საკითხებში. ყურადღება გამოიჩინებით საბუთებთან და კონტრაქტების გაფორმებისას.

ჯანმრთელობის მხრივ, სუსტიანერვიული სისტემა. სიფრთხილე გამოიჩინეთ ტოქსინებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებით. არის მოწამვლის მაჩვენებელი. სუსტია სასუნთქი გზები.

დეკემბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად:11;12;15;16;17;18;19;22;23;

დეკემბრის დაძაბული დღეები:3;5;7;8;10;13;14;20;21;24;27;

დეკემბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად: 1;2;25;28;29;30;31;“, - წერს ხატია ბედოშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რა იწვევს თვალების შეშუპებას - „რღვევა ქსოვილების სითხის ბალანსი“

⭕„სანთლები აანთე, მამა ზურაბი მოვიდა...არადა 20 წელია გარდაცვლილია“ – გიორგი ნიკოლავა გარდაცვლილი დედის უკანასკნელ დღეებზე

⭕ ძველი ციკლის დახურვა და შინაგანი რესურსის გაღვიძება: რას ამბობს ქეთი ოდიშელი დეკემბრის შეხვედრასა და „სისტრუმის“ სიმბოლიკაზე

✕