Digest Logo

„სანთლები აანთე, მამა ზურაბი მოვიდა...არადა 20 წელია გარდაცვლილია“ – გიორგი ნიკოლავა გარდაცვლილი დედის უკანასკნელ დღეებზე

1795854627
 გიორგი ნიკოლავა

ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დედის გარდაცვალების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იხსენებს იმ უკანასკნელ დღეებს, რომლებიც მათ ერთად გაიარეს.

მისი თქმით, გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე დედამ 20 წლის წინ გარდაცვლილი მოძღვრის, დეკანოზ ზურაბ ცხვარაძის ხილვაზე უთხრა და გალობა დაიწყო, კლინიკაში მართვით სუნთქვაზე ყოფნის შემდეგ კი მშვიდად და უჩუმრად აღესრულა.

ნიკოლავას აზრით, ამგვარი დასასრულით დედას პარკინსონის დაავადების მძიმე სტადიასთან დაკავშირებული შესაძლო ტანჯვა აარიდდა.

„დედის გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე, დედამ ემოციურად მიხმო. თვალები უბრწყინავდა. მომმართა: ტელევიზორი გამორთე, სანთლები აანთე, მამა ზურაბი მოვიდა, უნდა, დამლოცოსო. შემდეგ გალობა დაიწყო...
გავფითრდი. დეკანოზი ზურაბ ცხვარაძე, დედას მოძღვარი, 20 წელია გარდაცვლილი არის.

იმ დღის შემდეგ შეიცვალა. უწინდებურად აღარ ჩქარობდა დაძინებას, უფრო დიდხანს სურდა ჩვენთან ყოფნა. მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა თუმცა საპირისპიროს თქვა - „კარგად ვარო“.

კლინიკაში გადაყვანამდე ზიარება მოვასწარით. 6 დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაცვალების წინა დღეს დადებითი დინამიკა ჰქონდა. საღამოს თვალები უბრწყინავდა, მზერით მესაუბრებოდა. მეორე დილით რომ მივედი, მეგონა, ეძინა. იქვე მყოფ ექიმებს დავუძახე: ცოტა ხნის წინ კონტაქტური იყოოო თქვეს , გულის ამუშავება ვეღარ შეძლეს. მშვიდად და უჩუმრად აღესრულა, რომ იქვე მყოფ ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ.

ემოციური საუბარი მომიწია. შემდგომ გამახსენდა , დეკანოზ ზურაბ ცხვარაძის ხილვა და დედის სიტყვები . ექიმებს ვუთხარი: „უფლის ნება იყო ასეთი!“

ორმოცმა დღემ სწრაფად გაიარა. ახლა, როცა პარკინსონის დაავადების ბოლო სტადიაზე ვეცნობი ინფორმაციებს კიდევ უფრო მძაფრად ვაცნობიერებ, რამდენად მძიმე შეიძლებოდა ყოფილიყო დედის ტანჯვა. ხშირად ვფიქრობ, იქნებ უფალმა შეუმსუბუქა ეს ტკივილი და აარიდა იმ მძიმე დღეებს, რომლებიც წინ ელოდა.

ის ბოლო დღეები მოსამზადებელი პერიოდი იყო ამქვეყნიური ცხოვრებიდან იმიერ სამყაროში გადასასვლელად.
დედა მუდამ ჩემი გულშემატკივარი იყო. თუ სადმე მივდიოდი მთაშია თუ ბარში , მგზავრობის ლოცვებს მიკითხავდა. არ ავიწყდებოდა ჩემი ფუტკრების დალოცვაც. ზეციური სამყაროდაც გააგრძელებს ლოცვებს

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, - წერს გიორგი ნიკოლავა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ძველი ციკლის დახურვა და შინაგანი რესურსის გაღვიძება: რას ამბობს ქეთი ოდიშელი დეკემბრის შეხვედრასა და „სისტრუმის“ სიმბოლიკაზე

⭕ „საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი თქვით...“ - 28 ნოემბრის ენერგიები

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ნოემბერს საქართველოში

✕