ვის მოუტანს წარუმატებლობას ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები დღეს და რატომ უნდა გავთავისუფლდეთ ძველი, უსარგებლო ნივთებისგან? - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
როგორც სუსლოვამ აღნიშნა, 25 სექტემბრის მმართველი პლანეტა მერკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიაქტიუროთ და დავხარჯოთ ენერგია.
♈ ვერძი
შესაძლოა ზედმეტად მწვავედ რეაგირებდეთ ყველაფერზე და მომატებული გქონდეთ ემოციური ფონი. გქონდეთ შინაგანი ეჭვები. კონტროლი გაუწიეთ საკუთარ ქმედებებს და თავი ხელში აიყვანეთ.
♉ კურო
გადააფასებთ რაღაცებს. დაფიქრდით კარგად, რისი გაკეთება გსურთ და მოახდინეთ წარსულში მომხდარი მოვლენების დავიწყება.
♊ ტყუპები
დღე მნიშვნელოვანია. საჭიროა საკუთარ თავთან ჰარმონიის პოვნა და დისციპლინა. იყავით ორგანიზებულები და კონცენტრირდით საქმეზე.
♋ კირჩხიბი
დილით არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მიიღეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, შეაგროვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. შესაძლოა დილით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაბრკოლებები წარმოქმნას. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება.
♌ ლომი
უმჯობესია იმუშაოთ დამოუკიდებლად. არ დაელოდოთ სხვებს იმუშავეთ მარტო, რადგან ხელს არავინ შეგიწყობთ. კარგად დაფიქრდით გიღირთ თუ არა ბევრი საქმის ერთად კეთება.
♍ ქალწული
შეგიძლიათ ძველი გეგმები, მიზნები და საქმეები დაასრულოთ. არ არის სასურველი ახალი ნაბიჯები გადადგათ. კარგი იქნება საღამოს ძვირფას ადამიანებთან დროის გატარება.
♎ სასწორი
ეს დღე თქვენთვის შესანიშნავია ურთიერთობების თვალსაზრისით. შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები, ინტუიცია სწორად გიკარნახებთ. ასევე ძველი საქმეების მოყვანა შეგიძლიათ სისრულეში, რაც აქამდე წარმოუდგენელი გეგონათ.
♏ მორიელი
შესაძლოა ბევრი რაღაცის გაკეთება მოგიწიოთ ერთდროულად. თუმცა ამას მარტივად გაართმევთ თავს. შესაძლოა გაიცნოთ ახალი ადამიანიც, როგორც რომანტიკული ისე მეგობრული თვალსაზრისით.
♐ მშვილდოსანი
ეს დღე მნიშვნელოვანია საქმიანი მიმართულებით. ენდეთ ინტუიციას და ის გიკარნახებთ რა არის სწორი. თუმცა ჯერ კარგად გააანალიზეთ და გადაწყვეტილებები შემდეგ მიიღეთ.
♑ თხის რქა
გადაწყვეტილებებს მარტივად იღებთ. იცით რა გჭირდებათ რა გინდათ და რომელი ქმედებაა თქვენთვის სასარგებლო. საქმეები დაასრულეთ, დღეს ამის რესურსი ნამდვილად გექნებათ.
♒ მერწყული
შესაძლოა ცვლილებების მომტანი დღე გქონდეთ. გაგიჩნდებათ ფიქრები და სურვილები ახალი ნაბიჯები გადადგათ, თუმცა გირჩევთ, რომ საქმეებს მოთმინებით მოეკიდოთ. ეცადეთ სპონტანური და დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგათ.
♓ თევზები
დღევანდელი დღე თქვენთვის შესაძლოა შედარებით ემოციური იყოს. ვერ ახერხებთ კონცენტრაციას საკუთარ საქმეზე და სხვების ქმედებები თქვენზე საგრძნობლად მოქმედებს. ეცადეთ თქვენი ფიქრები და ემოციები მართოთ, ასე უფრო წარმატებული იქნება დღე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „საოცარი წყვილი, საოცარი ადამიანები“ - თამუნა მუსერიძე საფრანგეთიდან ფოტოებს აქვეყნებს