Digest Logo

🎥 „საჭიროა სიფრთხილე, ნუ იქნებით კონფლიქტურები, არ გაარჩიოთ საქმეები“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1734935180
მიხეილ ცაგარელი

„დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ დაძაბულობა არის, გამოსვლები გაგრძელდება. საჭიროა სიფრთხილე, ნუ იქნებით კონფლიქტურები, არ გაარჩიოთ საქმეები, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

კარგია ის, რომ გასწორდა პლანეტა მერკურის ზეგავლენა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ახალი იდეა, პროექტი, ჩამოვაყალიბოთ, ურთიერთგაგება გაძლიერდება. თუმცა საერთო ემოციური ფონი და დაძაბულობა ჯერ კიდევ იქნება.

არ აჰყვეთ ნეგატიურ ტენდენციებს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იუთუბის“ არხზე განაცხადა.

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, ასტროლოგის პროგნოზი ასეთია:

ვერძი - შინაგანი ურთიერთწინააღმდეგობები მოიმატებს. ენერგოტონუსი ეცემა, ეგოიზმი, იმპულსურობა და ძალაუფლების გადამეტება იჩენს თავს, რაც კარიერაში ხელს შეგიშლით. მაქსიმალური დიპლომატია გამოიჩინეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. შეინარჩუნეთ სტაბილურობა და შინაგანი სიმშვიდე.

კურო - ენერგოტონუსი იმატებს, იგრძნობთ გაუმჯობესებას. გახდებით უფრო დისციპლინებული, შრომისუნარიანი, შეუპოვარი, მაგრამ ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოთ ყურადღება. ზედმეტი კაპიტალ დაბანდება, ინვესტიცია, ხარჯი შექმნის სირთულეებს. 

ტყუპები - იგრძნობთ შინაგან დაღლილობას, ენერგოტონუსი მცირდება, იმუნიტეტი დაიკლებს. მოიმატებს თქვენდამი კრიტიკა, რასაც ძალიან მძაფრად აღიქვამთ. ზედმეტი ლაპარაკის გამო შეგექმნებათ პრობლემა, მიდრეკილი გახდებით ტრაბახისკენ. ნუ იქნებით სულსწრაფები და ენას კბილი დააჭირეთ.

კირჩხიბი - ენერგოტონუსი იმატებს, ხდებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უმჯობესდება შემოქმედებითი ნიჭი. გექნებათ ზედმეტად დიდი ფინანსური ხარჯი, თან ისე, რომ არც ელოდებით, რაც დაძაბულობას გამოიწვევს. პარტნიორული ურთიერთობა ითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას, რადგან მოიმატებს დაძაბულობას. თუ შეძლებთ ჰარმონიის შენარჩუნებას,  მით უფრო მეტად იქნებით წარმატებული. გამოიყენეთ თქვენი ინტუიცია.

ლომი - დაძაბულობა ურთიერთობებში გაიზრდება, ამიტომ მაქსიმალურად ტაქტიანები იყავით, მეტად თავდაჭერილები, ნუ იჩქარებთ. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან თქვენი ენერგოტონუსი მცირდება და იმუნიტეტიც იკლებს. ნებისმიერი დიაგნოზი გადაამოწმეთ. კარგი პერიოდია დალაგებისთვის თქვენს გონებაში.

ქალწული - თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს, ენერგოტონუსიც გაიზრდება, მაგრამ თქვენ წყალქვეშა დინებას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ახლობლებთან და კოლეგებთან ყურადღება გამოიჩინეთ, მოსალოდნელია კრიტიკა. შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან გამოიჩინეთ მოთმინება. ზოგიერთი ახალ თანამდებობაზე დაინიშნება.

სასწორი - თუ ურთიერთობებში გქონდათ პრობლემები, ისევ გაგრძელდება. იყავით დიპლომატიური, თავდაჭერილი, წინდახედული. რაც მეტად დაეყრდნობით ინტუიციას, უფრო სწორად დაინახავთ პრობლემებს და სწორად გადაჭრით მათ. მზად იყავით იმისთვის, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი. 

მორიელი - თვითრწმენა მოიმატებს, ენერგოტონუსი ძლიერდება, გემატებათ ჯანი, მაგრამ ურთიერთობაში დაძაბულობას ჯერ კიდევ იგრძნობთ. „ფეიკების“ ალბათობა გაქვთ მაღალი, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ. ძალიან კარგი პერიოდია სწავლისთვის, ახალი ინფორმაციის მისაღებად, კარგი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. არ დაძაბოთ სიტუაციები. კონტაქტებისთვის, ხელშეკრულებებისთვის, მოლაპარაკებებისთვის არ არის ცუდი კვირა. 

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი ჯერ კიდევ საკმარისია იმისთვის, რომ აქტიურად იმოქმედოთ. ზედმეტმა თვითრწმენამ ეცადეთ ხელი არ შეგიშალოთ, რადგან ეს სათანადო რეალიზაციის საშუალებას არ მოგცემთ. ნუ იჩქარებთ, ყველაფერი კარგად გაიაზრეთ, განიხილეთ. ახლა გჭირდებათ სტაბილიზაცია და არა სიჩქარე. რაც უფრო ფრთხილად იმოქმედებთ, მით უფრო წარმატებული იქნებით. 

თხის რქა - თქვენი დროა, გუშინ მზე თქვენთან გადმოვიდა ერთი თვით. მოგემატებათ ენერგია, ნებისყოფა, შეუპოვრობა, თვითრწმენა. იქნებით ფავორიტი ნიშანი, მაგრამ გაითვალისწინეთ, შეუსრულებელ დაპირებამ, ძველმა საქმეებმა შეიძლება გაგახსენონ თავი. 

მერწყული - თვითრწმენა მცირდება, რასაც მიხვდებიან თქვენი მოშურნეები. მოიმატებს თქვენს წინააღმდეგ ჭორები, ინტრიგები, ამიტომ ენას კბილი დააჭირეთ და საიდუმლოს ნუ გათქვამთ. შეხედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებს, დაეყრდენით ინტუიციას. პოეზიის, ლიტერატურისთვის პერიოდი კარგია, მაგრამ სასურველი არ არის ახალი საქმის დაწყება, მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და გამოიძინეთ.

თევზები - კომფორტულად იგრძნობთ თავს, ადვილად ადაპტირდებით, მაგრამ გარკვეული სირთულეები მაინც გექნებათ.რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს ირგვლივ, ეცადეთ არ დაკარგოთ თვითრწმენა. შემოიტანეთ სიახლეები თქვენს ცხოვრებაში. თავდაჭერა გმართებთ მეგობრებთან, რადგან არ დაიძაბოს სიტუაციები. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შენში მიყვარს განსაკუთრებით ის, რომ ყველაფერი ქართული გიყვარს, სიმღერაც და ჩვენი ტრადიციებიც“ - ოთო ბაზერაშვილს დაბადების დღე აქვს

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

„მადლობა თავგანწირვისთვის! საქართველო - სად გყავს შვილი დასაკარგი?!“ - გიორგი ლობჯანიძე გარდაცვლილ მეხანძრე-მაშველზე