Digest Logo

სად გყავთ მთვარე და რას ამბობს ის თქვენს წინა ცხოვრებაზე: ასტროლოგის განმარტება

1786344521
ნინო ალბორიშვილი

ასტროლოგიაში მიჩნეულია, რომ ადამიანის ბოლო განსხეულებასა და წინა ცხოვრების გამოცდილებაზე ჰოროსკოპში მთვარე მიუთითებს. ასტროლოგ ნინო ალბორიშვილის განმარტებით, მთვარის ნიშანი, მისი სიძლიერე ღირსებები, დისპოზიტორები, შეერთებები და ასპექტები აღწერს იმას, თუ ვინ ვიყავით ბოლოსწინა ინკარნაციაში, რომელ საგვარეულოსთან ერთად მოვედით ამ ცხოვრებაში და რა უნარები დაგვაჰყვა დაბადებიდან.

ასტროლოგის თქმით, ნათალურ რუკაში ის სახლი, სადაც მთვარე მდებარეობს, აჩვენებს, თუ როგორ ეხმარება ადამიანს წინა ცხოვრების გამოცდილება ახლანდელ ყოველდღიურობაში - რომელი რეაქციები გახდა მისთვის ქვეცნობიერად ბუნებრივი და რა გამოსდის სხვებზე მარტივად.

მაგალითისთვის ასტროლოგს მთვარე ვერძის მდებარეობა მოჰყავს:

სავარაუდო პროფესია და როლი, წინა ცხოვრებაში ასეთი ადამიანი შესაძლოა ყოფილიყო მეომარი, ყაჩაღი, დაქირავებული მებრძოლი, მონადირე, მაშველი, მზვერავი, ლიდერი ან წამოწყების ოსტატი — ადამიანი, რომელიც მიჩვეული იყო მოქმედებას და არა ხანგრძლივ ფიქრს. დიდი ალბათობით მონაწილეობდა ომებში, აჯანყებებში ან ემსახურებოდა პირად მცველად და ციხესიმაგრის დამცველად, სადაც გადარჩენისთვის ძალის გამოყენება უწევდა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირადი ცხოვრება მშვიდად ჰქონოდა აწყობილი, რადგან ოჯახური ყოფა მოსაწყენად ეჩვენებოდა ან მუდმივი კონფლიქტები და ომები უშლიდა ხელს. შესაძლოა იტანჯებოდა კანონისგან ან დანაშაულებრივი სამყაროსგან, რის გამოც სახლი და ოჯახიც დაკარგა.

როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, სწორედ ამ წარსული გამოცდილების გამო, ამჟამინდელ განსხეულებაშიც მთვარე ვერძის მფლობელი ხშირად ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს, უყვარს შეჯიბრი, სიჩქარე, რისკი და ბრძოლაში გამარჯვების შეგრძნება.

ახლა რაც შეეხება მთვარის დაბრუნების შესახებ......

რა არის მთვარის დაბრუნება?

ყოველთვიურად მთვარე ცაზე ისევ იმ წერტილს უბრუნდება, სადაც თქვენს ნატალურ რუკაში, დაბადების მომენტში იმყოფებოდა მთვარე. სწორედ ამას ეწოდება მთვარის დაბრუნება

არის დღეები, როდესაც ენერგიით სავსე ხართ, ყველაფერი სწრაფად და მარტივად გამოგდით, უფრო თავდაჯერებულები და საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ხართ.

მაგრამ არის სრულიად განსხვავებული დღეებიც - როდესაც გინდათ საკუთარ თავთან დარჩეთ, იფიქროთ, განიცადოთ, ზოგჯერ იტიროთ,  საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ და საერთოდ აღარ გაქვთ ძალა, რომ „ გარე სამყარო დაიპყროთ“.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, პირველ რიგში ღირს შეამოწმოთ, ხომ არ ემთხვევა ეს დღე თქვენი მთვარის დაბრუნებას.

ამ დღეს ადამიანი ხშირად შინაგან დაცარიელებას, გაღიზიანებას, მომატებულ ემოციურობას და სამყაროსგან დროებით გამიჯვნის სურვილს გრძნობს. ზოგს, პირიქით, უჩნდება სურვილი, ვინმესთან გულწრფელად ისაუბროს და ემოციები თუნდაც ცრემლებით გამოხატოს (ეს უკვე მთვარის ნიშანზეც არის დამოკიდებული).

ამ პერიოდში ცნობიერება, გარესამყაროდან შინაგან სამყაროზე გადაერთვება. იქ კი დრო და დრო უამრავი დაუმუშავებელი განცდა, ემოცია და ფიქრი გროვდება, რომლებიც ყურადღებას ითხოვს.

ეს პროცესი, შინაგანად ემოციურ გენერალურ დალაგებას ჰგავს.

მთელი ერთი თვის განმავლობაში ხშირად ვაგროვებთ უამრავ განცდას, გადაუმუშავებელ ემოციას, სტრესს, წყენას, შფოთვას და ფიქრებს, რომელთა გაცნობიერება და გათავისუფლება ვერ მოვასწარით. სადღაც მოგვიწია გაჩუმება, სადღაც რეაქცია სანახევროდ დავთრგუნეთ, სადღაც კი ყველაფერი ზედმეტად დიდხანს შევინახეთ საკუთარ თავში.
მთვარის დაბრუნების დღეს, ფსიქიკა ცდილობს, ეს ყველაფერი გადაამუშაოს და ჩვენი შინაგანი სივრცე გაასუფთაოს.

სწორედ ამიტომ, ასეთ დღეებში ადამიანები ხშირად თავს დაკარგულად გრძნობენ. ბევრს ეს მდგომარეობა თითქმის ერთნაირი სიტყვებით აქვს აღწერილი:

მაგ:
ემოციებმა წამიღო.
მთელი დღე ვტიროდი.
გრძნობებმა გადამიარა.
მინდოდა გავქრე და არავინ ვნახო.
არაფრის ძალა არ მქონდა და ა.შ

ამიტომ, მთვარის დაბრუნების დღეს, საკუთარი თავისგან გმირობას ნუ მოითხოვთ. ეს არ არის საუკეთესო დრო ზედმეტი აქტიურობისთვის.

გაცილებით სასარგებლოა, საკუთარ თავს მისცეთ უფლება, ოდნავ შეანელოთ ტემპი და ფსიქიკას საშუალება მისცეთ, შინაგანი გადაფასების პროცესი მშვიდად ჩაატაროს.

ამ მიზეზითაც ღირს საკუთარი ნატალური რუკის ცოდნა, რომ იცოდეთ, რომელ დღეებში სჭირდება თქვენს ორგანიზმს და ფსიქიკას, არა კიდევ ერთი ნახტომით წინ მოქმედება, არამედ მცირე პაუზა ძალების აღსადგენად.
თუ მთვარის დაბრუნების დღეს, ასე გაივლით,მეორე დღეს უკვე იგრძნობ ენერგიის ძლიერ მოზღვავებას,ემოციურ სიმსუბუქეს და გონების განსაკუთრებულ სიცხადეს.  

დააკვირდით საკუთარ თავს. შეგიმჩნევიათ თუ არა მსგავსი მდგომარეობა მთვარის დაბრუნების დღეებში?“,- წერს ასტროლოგი.