
2025 წელი ასტროლოგიურად განსაკუთრებული იქნება და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. თუმცა, ასტროლოგებმა განსაკუთრებული ყურადღება ვერძზე გაამახვილეს, რადგან ამ ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა, წელი განსაკუთრებით რთული გამოწვევებით დაუდგეს.
2025 წლის 24 მაისს სატურნი ვერძის ნიშანში გადაინაცვლებს. სატურნი ასტროლოგიაში დისციპლინის, მოთმინების და პასუხისმგებლობის სიმბოლოა. მას ხშირად მასწავლებელ პლანეტასაც უწოდებენ. სატურნის ტრანზიტი ვერძისთვის ნამდვილი გამოცდა იქნება, რადგან ვერძი ბუნებით თავისუფლებისმოყვარე, იმპულსური და ინიციატივების მოყვარული ნიშანია, ხოლო სატურნი თავშეკავებასა და თვითდისციპლინას ითხოვს.
რას უნდა ველოდოთ სატურნის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით და რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს თითოეულმა ნიშნებმა 2 სექტემბრამდე - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:
ვერძი
ეს მოვლენა ვერძს ყველაზე მეტად შეეხება, რაღაცები გზღუდავთ და ეცადეთ არ გამოავლინოთ სულსწრაფობა. ახლა უნდა გამოიჩინოთ მოთმინება, შეუპოვრობა და იყოთ მიზანსწრაფულები. სჯობს ყველაფერი ბოლომდე გაარკვიოთ და ურთიერთობა არ დაასრულოთ საუბრის გარეშე.
2 სექტემბრამდე ტრავმის ალბათობა გაქვთ მაღალი. მიაქციეთ სიზმრებს ყურადღება, შეიძლება გქონდეთ უძილობის პრობლემებიც.
კურო
თუ თქვენ ხართ ჩართული ხელოვნების სფეროში, შეიძლება გქონდეთ სირთულეები, კარიერული განვითარებით. ეცადეთ იყოთ დიპლომატიურები და არ იყოთ ჯიუტები.
ფრთხილად იყავით შეიძლება ფეხი გადაგიბრუნდათ, ასევე ისწავლეთ ენაზე კბილის დაჭერა. თუ ხართ სპორტსმენი და აპირებთ ტრანსფერს არ გათქვათ ეს ყველაფერი, როცა ხელს მოაწერთ მერე გათქვით.
ტყუპები
თქვენი პრობლემა არის მეგობრები, შეიძლება ზოგი მათგანი აღმოჩნდეს თქვენი შემზღუდავი. იფიქრეთ ბევრი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებები.
ვისაც გაქვთ ფარისებრის პრობლემა და წონის პრობლემა მიაქციეთ ყურადღება. მაღალია ცრუ ინფორმაციის მიღების ალბათობა, ამიტომ ეცადეთ რომ ყველაფერი გადაამოწმოთ.
კირჩხიბი
მთავარი პრობლემა არის კარიერული წინსვლა, ეცადეთ იყოთ მომთმენები და შეუპოვრები. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით.
ყურადღება მიაქციეთ ძვლოვან სისტემას, რომელიც ამ პერიოდში სუსტდება.
ლომი
თქვენი პრობლემა არის უცხოეთი და საზღვარგარეთ, მაღალია ალბათობა რომ არ გამოვიდეს არც წასვლა და არც საქმე, უმჯობესია ეს ყველაფერი სექტემბრის შემდეგ გააკეთოთ. არ მოაწეროთ ხელი დაუფიქრებლად გადაწყვეტილებას.
ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
ქალწული
მთავარი პრობლემაა არის, რომ თუ საერთო ფული გაქვთ ბიზნესში ჩადებული, შეიძლება უცნაურად გაქრეს, აკონტროლეთ ეს ყველაფერი, ენას კბილი დააჭირეთ და ყველაზე მთავარი ფრთხილად იყავით თუ გყავთ ინტიმურია პარტნიორი, ის ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
ყურადღება მიაქციეთ შარდ-სასქესო სისტემას.
სასწორი
თქვენთვის ყველაზე რთული პრობლემა არის პირადი ურთიერთობა სასიყვარულო და შვილებთან, ახლა გაქვთ გამოცდა ამ მხრივ, ეცადეთ იყოთ დიპლომატიურები და ჩააბაროთ ეს გამოცდა. შეიძლება თქვენ ურთიერთობაში ჩაერთოს ვინმე, აქ სატურნი გამოწმებს.
ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
მორიელი
მთავარი პრობლემა საოჯახო და ნათესაური ურთიერთობებია, შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა ისეთი რაღაც გითხრათ, რომ გაწყენინოთ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და ტაქტი. სამშობლოში 2 სექტემბრამდე გექნებათ შეზღუდვები, იყავით მშვიდად.
ყურადღება მიაქციეთ კვებას, გისუსტდებათ კუჭის ზონა.
მშვილდოსანი
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ აუცილებლად გადაამოწმეთ, არ იყოთ სულსწრაფები. შეინარჩუნეთ ურთიერთობა დებთან, ძმებთან და ნათესავებთან, არ იყოთ ზედმეტად ხისტები.
ყურადღება მიაქციეთ ფილტვებს, მოსწიეთ ნაკლები სიგარეტი.
თხის რქა
სირთულეები შეიძლება შეგექმნათ ფულთან, სწორი ფულის ხარჯვა აუცილებელია. ეცადეთ თავი შეიკავოთ კაპიტალ დაბანდებისგან, ან გადაამოწმეთ ყველაფერი.
ყურადღება მიაქციეთ კუჭის ზონას და ყელის არეს.
მერწყული
თქვენი მთავარი პრობლემა არის კომპიუტერული სისტემები არ გადაღალოთ თვალები, შეიძლება გქონდეთ ძილის პრობლემებიც. ასევე თქვენი ურთიერთობა მეგობრებთან გაივლის კოსმიურ გამოცდას. არ გქონდეთ ზედმეტი ფანტაზია.
ყურადღება მიაქციეთ სასუნთქ სისტემას და ვენებს.
თევზები
აქ გისუსტდებათ ლიმფური სისტემა, ასევე გაქვთ სუსტი ნერვული სისტემა და იყავით ყურადღებით. ივლისი იქნება კარგი ხოლო ივნისში და აგვისტოში მეტი სირთულეები იქნება.
შეცდომების დაშვების ალბათობა არის მაღალი, ამიტომ გადაამოწმეთ ყველაფერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მამას როგორ ჰგავს“ - სოფია კვინიკაძე 1 თვის შვილთან და მეუღლესთან ერთად პოზირებს