რჩევები ფინანსური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად:
დღეს ვისაუბრებთ საფულესთან მოპყრობის წესებზე.
საფულე, ალბათ დამეთანხმებით, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსებთან დაკავშირებული ნივთი თუ აქსესუარი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. გარდა მისი უშუალო შეხებისა ჩვენს ფულთან, საბანკო ბარათებთან თუ ჩეკებთან, ის ჩვენი არაცნობიერის მიერ სიმბოლურად აღიქმება, როგორც ფულის, ხვავისა თუ ბარაქის განსახიერება.
ამ ნივთმა და სიმბოლომ საუკუნეთა მანძილზე განიცადა ტრანსფორმაცია, უბრალო ნაჭრისა და ტყავიდან გადაიქცა ტომარად, ტომრიდან ქისად, ქისა დასაკეც საფულედ, საბარათედ და ა.შ... დღესდღეობით კი გვხვდება საფულეების უამრავი ვარიაცია, ფერების, ფორმების, დიზაინის თუ დანიშნულების მიხედვით.
აუცილებელია მისი მოვლა და მოფრთხილება როგორც ფიზიკურად, ასევე ენერგეტიკულად და „ფსიქიკურად".
დავიწყოთ ფიზიკურ ნაწილზე საუბრით.
აქ ყველაფერი მარტივადაა, უბრალოდ უნდა მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ საფულეს ისე, როგორც მოითხოვს მასალა ( მაგალითად თუ ეს ტყავია, შესაბამისად ვუვლით, თუ ნაჭერი მისთვის სახასიათო წესებით...).
ეცადეთ საფულეს შეუნარჩუნოთ სისუფთავე და ლამაზი ფორმა, აქვე დავამატებ, ნუ დაელოდებით სანამ საფულე სრულად დაიხევა და გაცვდება, გარკვეული დროის შემდგომ ის გამოცვალეთ. გამოყენებული საფულე არ აჩუქოთ სხვებს, არც სანაგვეზე გადაგდებას გირჩევთ, უმჯობესი იქნება თუ კი მას დაწვავთ, დამარხავთ ბუნებაში ან გაატანთ წყალს (მაგალითად: მდინარეს, ზღვას ან ოკეანეს), თუმცა უკანასკნელი ვარიანტის მთავარი მინუსი მისი არაეკოლოგიურობაა.
ახალი საფულის შერჩევისას, რა თქმა უნდა, უმთავრესი კრიტერიუმია რომ ის მოგწონდეთ თქვენ, მაგრამ წინასწარ დაფიქრდით რა ფუნქციებს უნდა ასრულებდეს, რამდენი ბარათი ან რამდენი ფული უნდა ჩაეტიოს, რამდენი ჯიბე უნდა ჰქონდეს და ა.შ...
სასურველია საფულის შერჩევისას გაითვალისწინოთ მისი ხარისხი, უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ მასალას, რადგან ის უკეთესი ენერგიის გამტარია და უკეთ ინარჩუნებს ენერგიას, ვიდრე სინთეტიკური მასალები.
რაც შეეხება საფულის ფერს, ყველა კულტურაში განსხვავებული მოსაზრებები დამკვიდრდა. მაგალითად წითელი ფერის ტონალობები აღმოსავლურ კულტურებში ფართოდ არის გავრცელებული, ვინაიდან მათი კულტურული
ღირებულებები ამ ფერებთან მიმართებით განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში გამოიხატება.
ჩინეთის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თვით წითელი საფულე ითვლება დიდი იღბლის, წარმატების, ენერგეტიკული დაცვისა და სიმდიდრის სიმბოლოდ მიიჩნევა, უფრო მეტიც, წითელი საფულე ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე მიღებულ საჩუქრად ითვლება, თუმცა დასავლურ და ჩრდილოურ კულტურებში ასე ნამდვილად არ არის.
დასავლურ და ჩრდილოურ კულტურებში ფერები განისაზღვრება მათი ენერგეტიკული მახასიათებლების, სტიქიებთან, პლანეტებსა თუ ღვთაებებთან კავშირის მიხედვით. აგრეთვე მნიშვნელოვანია ფერების ისტორიული ღირებულება, მაგალითად ევროპაში, ლურჯი და იისფერი ითვლებოდა სამეფო ფერებად, მათი მოპოვებისა და მიღების სირთულიდან გამომდინარე ფასიც მაღალი იყო და წვდომაც მხოლოდ მაღალ ფენებს ჰქონდათ.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ფერთა კავშირი არქეტიპებსა და საზოგადოების ცნობიერებაში დამკვიდრებულ სიმბოლოებთან. ვინაიდან ფინანსურ ენერგიას განაგებს მიწის სტიქია, გირჩევთ შემდეგ ფერებს: ყავისფერი, ნატურალური ტყავის ფერები, მწვანე, შავი, ბორდოსფერი.
ამ ფერებით შეძლებთ თქვენს ენერგეტიკაში მიწის სტიქიის გავლენას, განსაკუთრებით თუ კი მისი სიმცირე ფიქსირდება თქვენს მონაცემებში.
პლანეტარული, ღვთაებებსა თუ არქეტიპებთან დაკავშირებული თვისებებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აგრეთვე გამოიყენოთ: მწვანე ფერი და მისი ტონალობები, ლურჯი და მუქი ლურჯი, ოქროსფერი, ყვითელი.
შესაძლებელია საფულის ფერის ზუსტი განსაზღვრა თქვენი ინდივიდუალური მონაცემებისა და საჭიროებების მიხედვით.
შეეცადეთ, რომ საფულე ფულისგან სრულიად დაცარიელებული არასდროს გქონდეთ, ყოველთვის შეინახეთ კუპიურა რომელსაც არ დახარჯავთ და აუცილებლობისას დახარჯვის შემთხვევაში ჩაანაცვლეთ ახლით. ჩათვალეთ ეს თქვენს „იღბლიან კუპიურად”, რომელიც შეასრულებს ფინანსური მაგნიტის როლს. შეეცადეთ კუპიურა შეიცავდეს 2-იან ან 5-იან ციფრს.
და ბოლოს, დავესესხები ინფორმაციას მარის (ის გირჩევთ საფულეში შეინახოთ შემდეგი მინერალები:
ციტრინი, ავანტურინი, მალაქიტი, პირიტი, ვეფხვის თვალი, მწვანე ოპალი, ჟადეიტი ან ნეფრიტი(შეარჩიეთ ის მინერალი, რომელიც შეესაბამება თქვენს ენერგეტიკას).
მცენარეები: პიტნა, დაფნა, როზმარინი, დარიჩინი, მელისა, მიხაკი.
ავტორი: Svart.

ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„ხელსაყრელია დაგეგმვა, პაემანი, შეხვედრები...“ - 7 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით
🎥 „მე ყველაფერი გავეცი, რითაც ბედნიერი ვარ...“ - კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა