Digest Logo

„თუ იცით სად ჰყავს თქვენს საყვარელ ადამიანს მთვარე, შეძლებთ მის გაბედნიერებას საკვებით“ - რას წერს ასტროლოგი

1783430803
ჰოროსკოპი და საჭმელი

სად გყავთ მთვარე და რისი ჭამა გიყვართ?

მთვარე ჩვენს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. იმასაც კი განსაზღვრავს, თუ რას ვანიჭებთ კვებაში უპირატესობას, თუ იცით სად ჰყავს თქვენს საყვარელ ადამიანს მთვარე, შეძლებთ მის გაბედნიერებას საკვებით.

ისე, მარტო კაცების გზა კი არ გადის კუჭიდან გულზე, ქალებისაც. 

მთვარე ვერძში ან მორიელში:

მონადირეა კვებაშიც და ცხოვრებაში. მისთვის ხორცეული პირველ ადგილზეა. მოსწონს ცხარე, ცხელი, ცეცხლზე მომზადებული კერძები.

მთვარე კუროში ან სასწორში:

უყვარს ტკბილეული, დახვეწილი ვიზუალის; კენკრა, ხილი. კერძები აუცილებლად ლამაზად უნდა იყოს გაფორმებული. ხომ გაგიგონიათ, თვალი ჭამს და თვალი სვამს...

მთვარე ტყუპში:

მრავალფეროვნება უყვარს, მაგრამ მძიმე საკვები არა, ჭამამ გადაადგილებაში ხელი არ უნდა შეუშალოს. მოუმარაგეთ თხილი, ხილი, ხემსი.

მთვარე კირჩხიბში:

უყვარს ყველაფერი სახლში მომზადებული, საკუთარი ხელითაც. ყველაფერი, რასაც მისი წინაპრები ამზადებდნენ და მიირთმევდნენ. ცოლსაც სთხოვს, რომ დედა როგორც უკეთებდა, ისეთი მოუმზადოს.

მთვარე ლომში:

უყვარს დელიკატესები, ყველაფერი პრესტიჟული და მდიდრული, საჭმელი რესტორნიდან, ყველაფერი ლამაზად გაფორმებული.

მთვარე ქალწულში:

უპირატესობას ანიჭებს ყველაფერ სასარგებლოს: სწორი კვება, დიეტა, ასკეტიზმი. მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტი არ ჭამოს და რასაც შეჭამს იყოს ჯანსაღი.

მთვარე მშვილდოსანში ან თევზებში:

მოსწონს ყველაფერი ეგზოტიკური, ახალი და განსხვავებული. მათთვის კარგია ვეგეტარიანელობა, მცენარეული საკვები. ზღვის პროდუქტები.

მთვარე თხის რქაში:

ჭამს ერთხელ და საფუძვლიანად, არ უყვარს წახემსება. უნდა მიირთვას ცხელი, მსუყე საკვები. მისთვის განსაკუთრებული კერძები უნდა მოამზადოთ, ტრადიციული.

მთვარე მერწყულში:

მრავალფეროვანი და უჩვეულო კერძები მოსწონს. ახასიათებს პროდუქტების უცნაური კომბინაცია, მაგალითად: ნამცხვარი და ტყემალი. ჭამს ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით. უნდა მოერიდოს სიმძიმე საკვებს.

ასევე დაგაინტერესეთ:

„ხელსაყრელია დაგეგმვა, პაემანი, შეხვედრები...“ - 7 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

🎥 „მე ყველაფერი გავეცი, რითაც ბედნიერი ვარ...“ - კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

⭕„თუ ჩემი და ღვთის ნება ერთმანეთს ასცდა, დამთავრებულია ჩემი საქმე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე