ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 28 იანვრის რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„28 იანვარი მიზნების მიღწევის ენერგია
დღეს საერთო დღე მიმდინარეობს ციფრი 3-ის ენერგიით.
რა არის სასურველი დღეს:
იმოქმედეთ — გადადით გეგმებიდან რეალიზაციაზე
ისწავლეთ, მიიღეთ ახალი ცოდნა — დღე ხელს უწყობს განვითარებას
დატკბით ყოველი მომენტით
საღამოს მადლობა გადაუხადეთ ყველაფერს კარგს, რაც დღის განმავლობაში მოხდა
გახსოვდეთ: ცნობიერების განვითარება ცხოვრების მთავარი მიზანია
რას უნდა მოვერიდოთ:
დაუფიქრებელ, აზარტულ ქმედებებს
დროისა და ყურადღების ფუჭ ხარჯვას
სიზარმაცესა და უმოქმედობას
ასევე დღეს ოთხშაბათია,
და ეს დღე განსაკუთრებით წარმატებულია მათთვის, ვინც დაბადებულია 5, 14 და 23 რიცხვებში
(თქვენი ფერები — მწვანე და ლურჯი)
იყოს თქვენი დღე ნაყოფიერი და სიხარულით სავსე“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ღვიძლის ჯანმრთელობისთვის 3 საუკეთესო მცენარე - რას გვირჩევს არუნ ხათრი