ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 22 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„ჰოროსკოპი 22 იანვრისთვის
მთვარის დღე — 4 / 5
მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე თევზებში
ვერძი
დღეს შეიძლება საქმეებზე კონცენტრირება გაგიჭირდეთ და სიზარმაცემ შეგიპყროთ, თუმცა გარკვეულ საკითხებზე მაინც მოგიწევთ ყურადღების მიქცევა. ახალი პროექტების დაწყება არ არის რეკომენდებული — სირთულეები თავიდანვე იჩენს თავს. ოჯახური საქმეებიც თქვენს მონაწილეობას მოითხოვს. დაეხმარეთ ახლობლებს, დაალაგეთ სახლი, შექმენით სისუფთავე და სიმშვიდე.
კურო
არ ღირს ექსპერიმენტები — სჯობს იმუშაოთ უკვე ნაცნობი მეთოდებით. 22 იანვარს ახალი და უჩვეულო საქმეები რთულად გამოგივათ. დღის პირველ ნახევარში შეასრულეთ მსუბუქი და სასიამოვნო საქმეები, არ გადაიტვირთოთ. საღამოს შესაძლებელია საინტერესო ნაცნობიბა კომუნიკაცია სიხარულს მოგანიჭებთ.
ტყუპები
მეოცნებე განწყობამ შეიძლება რეალობის აღქმა გაგირთულოთ. ეცადეთ კონცენტრირდეთ საქმეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომების თავიდან აცილება რთული იქნება. აკონტროლეთ ემოციები და არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს. იფიქრეთ შედეგებზე.
კირჩხიბი
მოერგეთ გარემოებებს — ეს დაგეხმარებათ მიზნის უფრო სწრაფად მიღწევაში. კომუნიკაცია დღეს რთულია: შესაძლოა სხვებმა ვერ გაგიგონ. ემოციების კონტროლი აუცილებელია. განმარტოებით მუშაობა გაცილებით შედეგიანი იქნება და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.
ლომი
იმუშავეთ თქვენთვის კომფორტულ ტემპში და ნუ მისცემთ სხვებს თქვენი პირადი საზღვრების დარღვევის უფლებას. ასე შეინარჩუნებთ კარგ განწყობას და მოაგვარებთ მთავარ საქმეებს. ნუ დარჩებით სამსახურში თავისუფალ დროს — წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტ პასუხისმგებლობას აიღებთ და სხვისი შეცდომებისგამოსწორება თქვენ მოგიწევთ.
ქალწული
დღის პირველ ნახევარში თქვენი შრომისუნარიანობა მაქსიმალურ დონეზეა. იდეალური დროა რთული ამოცანებისა და მაღალი მიზნების დასახვისთვის. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ტემპის შენელება, მეგობრებთან ურთიერთობა. საღამოს სასურველია პაემანი ან რომანტიკული სიურპრიზი.
სასწორი
სამუშაო რიტმში ნელ-ნელა ჩაერთეთ — დაიწყეთ მარტივი და სასიამოვნო საქმეებით. დღის შუა პერიოდში ენერგია გაიზრდება და ნებისმიერი საკითხის სწრაფად გადაწყვეტას შეძლებთ. დაიცავით წესები და შეთანხმებები. საღამოს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა — ნუ იტყვით უარს მოწვევაზე.
მორიელი
ყველაზე რთული საქმეები დილაზე დაგეგმეთ. იმოქმედეთ უკვე ნაცნობი მეთოდებით — ექსპერიმენტები დღეს არ გაამართლებს. დღის მეორე ნახევარში თავს უფრო თავისუფლად და მშვიდად იგრძნობთ. შესაძლებელია ერთ-ერთი თქვენი ოცნების ასრულება.
მშვილდოსანი
დღის საუკეთესო დრო სამუშაოსა და მოლაპარაკებებისთვის დილაა. საუბარში იყავით პროფესიონალი და მოერიდეთ სადავო თემებს. საღამოს ემოციური ფონი იმატებს აკონტროლეთ სიტყვები და იყავით თავშეკავებული.
თხის რქა
დღეს მთავარი ყურადღება დაუთმეთ ყოველდღიურ და რუტინულ საქმეებს. იმოქმედეთ გეგმის მიხედვით და არ დაეთანხმოთ საეჭვო წინადადებებს. წინ იარეთ არჩეულ გზაზე და აკონტროლეთ მნიშვნელოვანი პროცესები.
მერწყული
შეცდომების თავიდან ასაცილებლად იმოქმედეთ წესების მიხედვით და მკაფიოდ განსაზღვრეთ მიზნები. დღისთვის შედგენილი გეგმა დაგეხმარებათ ყველაფრის დროულად შესრულებაში. მოერიდეთ მკვეთრ კრიტიკას — თქვენმა სიტყვებმა შეიძლება ახლობელს გული ატკინოს. იყავით თავაზიანი და ტაქტიანი.
თევზები
დღეს სჯობს არ ააგოთ ილუზიები და არ იოცნებოთ ზედმეტად. ბევრი საკითხი თქვენს ჩართულობას მოითხოვს — გადაწყვიტეთ ისინი სწრაფად და არ გადადოთ. შესაძლებელია დაძაბულობა ახლობლებთან ურთიერთობაში. ეცადეთ დათმობას და კომპრომისის პოვნას. საღამოს მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რადგან გარშემო ბევრი ბოროტი ადამიანია, ჩემს პირადს ვმალავ...“ - ნეკა დოროყაშვილი
🎥 „გაუთვალისწინებელი შემთხვევები ისტორიებს ქმნის...“ - რა კადრებს აქვეყნებს რომან დოლიძე