
საუკუნეების განმავლობაში რიცხვი 13 ბევრისთვის „შავ თარიღად“ მიიჩნეოდა - მის ირგვლივ გადმოცემები, ცრურწმენები და შიშები დღემდე აქტუალურია, თუმცა მეცნიერები და ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ „უბედურების რიცხვის“ ფენომენი უფრო კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობაა, ვიდრე რეალური საფრთხე.
ამ თემაზე სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი, „მატრიცა 888“ წერს:
„გჯერათ, რომ რიცხვი 13 უიღბლობის მომტანია?
რიცხვი 13 ერთ-ერთი ყველაზე არასწორად გაგებული კოდია ნუმეროლოგიაში. მისი „შავი იმიჯი“ ძირითადად დასავლური კულტურისა და რელიგიურ-ისტორიული მოვლენების ნარატივებიდან მოდის. შუა საუკუნეებში 13 რიცხვს უკავშირებდნენ ე.წ. „ცუდ იღბალს“, რადგან ქრისტიანულ ტრადიციაში უკანასკნელ სერობაზე 13 ადამიანი იყო ქრისტესა და მოციქულების ჩათვლით და ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ იუდა, მოღალატედ ითვლებოდა.
ასევე, სკანდინავიურ მითოლოგიაში არსებობდა რწმენა, რომ თუ სუფრასთან 13 სტუმარი დაჯდებოდა, ერთ-ერთი მალე გარდაიცვლებოდა. დროთა განმავლობაში ეს მითები იმდენად ღრმად გამჯდარი გახდა, რომ დღემდე ბევრ სასტუმროში არ არის 13-ე სართული, ხოლო ავიაკომპანიების ნაწილში მე-13 რიგი.
ნუმეროლოგიური თვალსაზრისით კი, სიმართლე სრულიად სხვაგვარია. 13 არ არის უიღბლობის კოდი, პირიქით, ეს არის ძლიერი ტრანსფორმაციის, მიზანდასახულობისა და მატერიალური მიღწევების რიცხვი. იგი შედგება 1-ისა და 3-ის ენერგიისგან:
1 მიგვითითებს ლიდერობაზე, ახალი დასაწყისების ძალაზე, ხოლო 3 შემოქმედებითობაზე და კომუნიკაციის უნარზე. მათი ჯამი 4 (1+3) კი სტრუქტურას, საფუძვლის შექმნასა და სტაბილურობას ნიშნავს.
ამიტომ, როცა 13 რიცხვი აქტიურდება, ეს არის შანსი შექმნა რამე გრძელვადიანი და მყარი, თუმცა ამას სჭირდება მოთმინება და პასუხისმგებლობა. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ზოგიერთისთვის ეს რიცხვი „რთული“ ჩანს. ის მოითხოვს შრომას და არ გპატიობს ზედაპირულობას.
ხვალ 13 რიცხვია და მე სრული პასუხისმგებლობით გეტყვი, რომ ეს იდეალური დღეა ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად, რომელიც მყარ საფუძველს შეუქმნის ნებისმიერ წამოწყებას– იქნება ეს კარიერაში, სწავლებაში თუ პირად ცხოვრებაში“, - წერია „მატრიცა 888“-ს გვერდზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 21 სექტემბრამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება
⭕„გამორჩეული, ულამაზესი ხარ“ - ლიზა ყენია გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს