
კომაროვის სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი გიორგი გედენიძე გარდაიცვალა. იგი ფიზიკის მასწავლებელი იყო.
სამწუხარო ინფორმაციას კომაროვის სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„კომაროვის სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის, გამორჩეული ფიგურისა და შესანიშნავი ადამიანის, ბატონი გიორგი გედენიძის გარდაცვალების გამო.
ბატონი გიორგი წლების განმავლობაში ასწავლიდა ფიზიკას კომაროვის სკოლაში, არის უამრავი პედაგოგისა და მეცნიერის აღმზრდელი მასწავლებელი.
მისი ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოებით თაობები სწავლობდნენ და დღესაც სწავლობენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის წვლილსა და ღვაწლს ქვეყნის განათლების საქმეში.
კომაროვის სკოლა პატივს მიაგებს ბატონი გიორგის ხსოვნას და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და ახლობლებს.
გამოსვენება: ხუთშაბათს, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე.
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას VII კვარტალი, 25-ე კორპუსი, I სადარბაზო, II სართული“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 21 სექტემბრამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება
⭕„გამორჩეული, ულამაზესი ხარ“ - ლიზა ყენია გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს
⭕„ეკუნას გაუმარჯოს, ჩემს მაგარ გოგოს“ - გია დავითიანის მეუღლე იუბილარია