„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია. ეს დღე შესაძლებლობას მოგცემთ დაასრულოთ ბევრი საქმე, გადაწყვიტოთ, იპოვოთ გამოსავალი, გაიქარწყლოთ ეჭვები და დაინახოთ სიმართლე“ - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - გჭირდებათ მოთმინება, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. თქვენმა ნათქვამებმა შეიძლება კონფლიქტები გამოიწვიოს.
კურო - მოგიწევთ ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, რაც დამღლელი იქნება. ეცადეთ გამონახოს საერთო ენა. ინფორმაციის სიჭარბე ნამდვილად გექნებათ.
ტყუპები - გექნებათ განსაკუთრებული ენერგია, მნიშვნელოვანია სწორი მიმართულება მისცეთ, რადგან თავიდან აირიდოთ კონფლიქტები.
კირჩხიბი - ეს დღე ცოტა რთული იქნება, შესაძლოა გქონდეთ მცირე უსიამოვნებები, რაც ხასიათს გაგიფუჭდებათ.
ლომი - რაც უფრო კარგად დაგეგმავთ დღეს, უფრო მარტივი და სწრაფი იქნება წარმატების მიღწევა. გაწერეთ დღე და იმოქმედეთ ამ გეგმის მიხედვით.
ქალწული - მოგიწევთ სპონტანურობა, გეგმები შეგეცვლებათ. ეცადეთ სცადოთ რაღაც ახალი და გამოიჩინოთ მოთმინება.
სასწორი - ეს დღე წარმატებული იქნება თუ ორიენტირდებით მნიშვნელოვან საკითხზე. თუ რამე სიტუაციაში იქნება დათმობა საჭირო, თქვენ უნდა დათმოთ.
მორიელი - საინტერესო დღე გელოდებათ, გადაწყვეტთ ფინანსურ საკითხებს. საღამოს ელოდეთ სიურპრიზს მეორე ნახევრისგან.
მშვილდოსანი - იგრძნობთ ენერგიის ნაკლებობას, არ არის სასურველი ფიზიკური გადატვირთვა. არ არის სასურველი საჭესთან დაჯდომა.
თხის რქა - ნაყოფიერი დღე გექნებათ, უმჯობესია დღის პირველი ნახევარი უფრო აქტიურად გამოიყენოთ. ეცადეთ, საქმეები გადაანაწილოთ.
მერწყული - გჭირდებათ სიახლე, ახალი ხედვა, ემოციები, შეცვალეთ გარემო, ეს დაგეხმარებათ ახალი ეტაპის დაწყებაში.
თევზები - განსაკუთრებული მუხტი და ენერგია გექნებათ. გადადგით ნაბიჯები, იყავით აქტიურები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ლევან ქარაზანიშვილის ოჯახური იდილია - რა ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი ექიმი?