Digest Logo

ლევან ქარაზანიშვილის ოჯახური იდილია - რა ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი ექიმი?

1729520565
ლევან ქარაზანიშვილი

ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა.

წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხელმომწერებს პირად ფოტოებს ხშირად უზიარებს. ლევანს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

მისი ამჟამინდელი მეუღლე ქეთი ძიგუაა. მათ ოფიციალურად 2021 წელს იქორწინეს, 2022 წელს კი პირველი საერთო შვილი, მატილდე შეეძინათ. ქეთი და ლევანი ერთსა და იმავე კლინიკაში მუშაობდნენ, ლევანი კარდიოქირურგი, ხოლო ქეთი ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო. როგორც ქეთი განმარტავს, წყვილს შორის 28-წლიანი სხვაობა ქორწინებისა და ურთიერთობისთვის დაბრკოლება არ ყოფილა და მათ დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ.

ამჯერად წყვილი სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს პატარა მატილდესთან ერთად გვიზიარებს. 

ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: 

„უსაყვარლესი ოჯახი“,

„ეს ბავშვი საოცრებაა“, 

„უსაყვარლესები ხართ“, 

„მიყვარს თქვენი ოჯახი“, 

„ძვირფასი და გამორჩეული ოჯახი“, - წერენ კომენტარებში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მიქაუტაძის დაწინაურება სასიამოვნო სიურპრიზია“ - „ლე პარიზიენი“

⭕ „ფაქტობრივად, სამოდელო ბიზნესში იმავეს აკეთებს, რასაც „კვარა“ ფეხბურთში“ - ზაზა შენგელია მატილდა გვარლიანზე

🎥 არ გაიკეთოთ ოპერაცია ამ 2 ორგანოზე - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი და გაფრთხილება საზოგადოებას