სულ მალე წინასაახალწლო ფუსფუსი დაიწყება...
⛩️ფენ-შუის მოყვარულთათვის, საახალწლო ნაძვის ხე უკვე დიდი ხანია, მხოლოდ დეკორაცია აღარ არის. დეკემბერში ის სახლის ცენტრალურ ელემენტად იქცევა - ადგილად, სადაც ადამიანები იკრიბებიან, ტკბებიან სანახაობით და ბევრ ფოტოსაც იღებენ.
ყველაფერი, რაც ყურადღებას იპყრობს, იქნება ეს მოციმციმე განათებები, დეკორაციები თუ სუფრის გარშემო გაჟღერებული სიცილი, აძლიერებს იმ სივრცის ენერგიას, სადაც ეს ყველაფერია განთავსებული. ამიტომ, თუ გსურთ, რომ 2027 წელმა სიუხვე და სიხარული მოგიტანოთ, მოდით, გავარკვიოთ, სად ჯობს საახალწლო ნაძვის ხის დადგმა და მორთვა.
🎄ნაძვის ხე აქტიური ელემენტია. ხელსაყრელ ზონაში მას შეუძლია სივრცის პოზიტიური ენერგია გააძლიეროს; არახელსაყრელ ზონაში კი — „გააღვიძოს“ ისეთი რამ, რისი შეწუხებაც არ ღირს. როგორც წესი, ადამიანები ნაძვის ხისთვის ადგილს მოხერხებულობის მიხედვით არჩევენ. თუმცა, უმჯობესია, კონკრეტული ზონის ენერგეტიკაც გავითვალისწინოთ - ის შეიძლება როგორც დამხმარე, ისე ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. 2026 წლის დეკემბერში ენერგიები არათანაბრად ნაწილდება: ზოგიერთი ადგილი 🥳განსაკუთრებით ხელსაყრელია გააქტიურებისთვის, მაშინ როცა სხვაგან უმჯობესია 🤐სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ზედმეტი აქტიურობისგან თავი შევიკავოთ.
თუ გსურთ, იღბალი, ახალი შესაძლებლობები და ფინანსური ზრდა მოიზიდოთ, ნაძვის ხე ისეთ ადგილას დადგით, სადაც ენერგია აქტიური და პოზიტიურია. თუ მაინც ისეთ ზონაში მოგიწევთ მოთავსება, სადაც დაძაბული ენერგეტიკაა, უმჯობესია, უფრო თავშეკავებული გაფორმება აირჩიოთ, უარი თქვით მკვეთრ, მოციმციმე განათებებზე, ფეიერვერკებზე და ზედმეტად დინამიკურ დეკორაციებზე. თუ შესაძლებლობა გაქვთ თავად შეარჩიოთ ადგილი, ნაძვის ხე ერთ-ერთი ასეთი მიმართულებით განათავსეთ.
სწორედ ამ ზონებში იქნება სადღესასწაულო განათება და ბრწყინვალება ყველაზე სასარგებლო 👇👇
💚 დასავლეთი - წინსვლა საქმეებში ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საახალწლო ნაძვის ხის დასადგმელად. დასავლეთის ზონა უკავშირდება აქტიური მოძრაობის, სწრაფი განვითარებისა და ახალი წამოწყებების ენერგიას. თუ გსურთ, რომ მომავალმა წელმა კარიერული წინსვლა, ახალი პროექტები ან ბიზნესში გაფართოება მოგიტანოთ, ნაძვის ხე სწორედ აქ განათავსეთ. კაშკაშა, მოციმციმე განათებები ახალი იდეების გაჩენას შეუწყობს ხელს.
🌟ენერგიის გასააქტიურებლად, მკვეთრი, დინამიკური დეკორაციები შეარჩიეთ - განსაკუთრებით ეფექტური იქნება წითელი და ნარინჯისფერი ტონები. შეგიძლიათ გამოიყენოთ გირლიანდები, რომლებსაც განათების სხვადასხვა, აქტიური რეჟიმი აქვს. დაამატეთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც მოძრაობასა და მიზნების მიღწევას განასახიერებს; ამით წარმატების ენერგიას გაააქტიურებთ.
💚 ჩრდილო-აღმოსავლეთი - სწავლა და ურთიერთობები. ეს იდეალური ადგილია, თუ სწავლას, გამოცდების ჩაბარებას, ან პროფესიულ განვითარებას გეგმავთ. გარდა ამისა, ეს ზონა რომანტიკულ ურთიერთობებზეც აგებს პასუხს. აქ განთავსებული ლამაზი ნაძვის ხე ნამდვილად „აყვავდება“ და წარმატებას მოგიტანთ როგორც სწავლაში, ისე პირად ცხოვრებაში. რაც შეეხება გაფორმებას, ყველაზე მარტივი გზა მწვანე, ღია ცისფერი, ან მუქი ლურჯი დეკორაციების გამოყენებაა. ასევე შეგიძლიათ ცოდნის სიმბოლოები, ან წყვილი ნივთები დაამატოთ, სიყვარულის მოსაზიდად ეს საუკეთესო საშუალებაა.
💛 სამხრეთ-აღმოსავლეთი - სიხარული და კონფლიქტი ორმაგი გავლენა აქვს. ნაძვის ხე არ უნდა იყოს ზედმეტად კაშკაშა, ან თვალშისაცემი. უპირატესობა მიანიჭეთ თავშეკავებულ ტონებს - კრემისფერი, ბეჟი, ან პასტელური ფერები. წითელი ფერი ზომიერად გამოიყენეთ. შეარჩიეთ მშვიდი და თანაბრი განათება. ასე გაფორმებული ნაძვის ხე იქცევა სადა დეკორაციად და არ აღძრავს დაძაბულ ენერგიებს, რომლებიც ამ სექტორშია წარმოდგენილი.
ამ სექტორებში კი უმჯობესია მოერიდოთ ნაძვის ხის მოთავსებას 👇👇
❌ სამხრეთი და აღმოსავლეთი დეკემბერში ყველაზე პრობლემური ზონებია. აქ დადგმულმა, კაშკაშა და მოციმციმე განათებებით მორთულმა ნაძვის ხემ შესაძლოა ისეთი ენერგიები "გააღვიძოს", რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს, დაღლილობას, ან ფინანსურ დანაკარგებს უკავშირდება. სახლის ამ ნაწილებში სასურველია, არ იხმაუროთ. თუ შესაძლებელია, ნაძვის ხე სხვა ადგილას გადაიტანეთ. თუ ამის გაკეთება არ გამოდის, გამორიცხეთ მოციმციმე ელექტროგირლიანდები (მათ ნაცვლად თანაბარი, თბილი ნათება გამოიყენეთ). თეთრი, ვერცხლისფერი, ან ოქროსფერი სათამაშოები აირჩიეთ, ისინი ჭარბი ენერგიის განეიტრალებას უწყობს ხელს.
❌ ჩრდილოეთი ადვილად შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება. ამ სექტორში სხვადასხვა ენერგია ეჯახება ერთმანეთს, რამაც შესაძლოა კონფლიქტი და ზედმეტი უსიამოვნება გამოიწვიოს. აქ დადგმულმა, კაშკაშა განათებით მორთულმა ნაძვის ხემ შეიძლება ჩხუბის პროვოცირება მოახდინოს, ან თავი ცუდად გაგრძნობინოთ. მოერიდეთ მოციმციმე განათებებსა და ხმამაღალ მუსიკას. დაძაბულობის განმუხტვაში დაგეხმარებათ ლურჯი, ცისფერი და თეთრი ფერის დეკორაციები; წითელი და ყვითელი ფერების გამოყენებისგან კი თავი შეიკავეთ.
❌ ჩრდილო-დასავლეთი ჯანმრთელობასთან ასოცირდება. დეკემბერში ეს ზონა ავადმყოფობის ენერგიებს ატარებს, რომლებმაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გაამწვავოს. დეკორაციებისთვის თეთრი, ვერცხლისფერი, ან ლითონის ნივთები აირჩიეთ - მრგვალი ფორმები და ლითონის ორნამენტები. ასევე ნაზი, რბილი თეთრი, ან ცივი ტონის ნათურები.
❌ სამხრეთ-დასავლეთი არის ზონა, რომლის ენერგიამაც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობებში ზედმეტი ხარჯვა და გაუგებრობები გამოიწვიოს.
გამოიყენეთ მშვიდი ფერები (მაგალითად, კრემისფერი, ან ნაცრისფერი) და რბილი, ზომიერი განათება. პოტენციური კონფლიქტების დასაძლევად და იმპულსური ხარჯების თავიდან ასაცილებლად, თქვენს ნაძვის ხეს რამდენიმე ლურჯი, ან ღია ცისფერი ბურთები დაამატეთ. მნიშვნელოვანი წესი - ნაძვის ხის მოსათავსებლად ადგილი მთლიანი სახლის პერიმეტრის მიხედვით შეარჩიეთ.
ავტორი: თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორია ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა