Digest Logo

🎥 „საკმაოდ დატვირთული დღეა, ენერგია ნულზეა, ფულის სესხება-გასესხება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“ - რას ამბობს ხათუნა ნოელი

1720168928
ხათუნა ნოელი

5 ივლისს მთვარის 28-ე და 29-ე დღეებს გავდივართ. მისი ნიშანია კირჩხიბი, მან ღამის საათებში ნიშანი შეიცვალა და გამოვტოვეთ 1 წუთიანი უკურსო მთვარე ძილის პერიოდში. ჰარმონიული მთვარე 5 ივლისს არ გვაქვს, ეს არის ახალმთვარეობის წინა დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება რთული ენერგიები. 

გარდა ამისა, დღევანდელ დღეს გვაქვს მარსისა და სატურნის სექსტილი, რაც ფოკუსირებაში. აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგ ხათუნა ნოელმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„საკმაოდ დატვირთული დღეა, ენერგია ნულზეა, ეს ჰეკატის დღეა, ამიტომ შეეცადეთ დაისვენოთ, გააანალიზოთ ყველაფერი. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დაზოგეთ ძალები ახალმთვარეობისთვის. 

ამ დღეს სერიოზული ამბების დაწყება არ არის რეკომენდებული, თავს ნუ გადატვირთავთ სამუშაოთი, ნურც მოგზაურობით. ფულის სესხება-გასესხება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მშენებლობის დაწყება, რემონტი, შპალერის გაკვრა არ შეიძლება. 

ნათესავებთან ურთიერთობის გამორკვევას ნუ შეეცდებით, ნურც ოჯახური საკითხების მოგვარება სხვა დროისათვის გადადეთ. 

რაც შეეხება ჯანმრთელობას, მოგეხსენებათ, რომ კირჩხიბი განსაზღვრავს კუჭს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა დატვირთოთ თქვენი კუჭი ზედმეტი საკვებისგან. არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ქირურგიული ჩარევა. 

მიხედეთ ძვლოვან სისტემას. კარგი იქნება თუ ჩაიტარებთ გამაჯანსაღებელ პროცედურებს თმაზე, ფრჩხილებზე, მაგრამ ნუ შეეხებით ძვლებს“, - ამბობს ასტროლოგი ხათუნა ნოელი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე“ - 5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🎥 გიორგი ქოჩორაშვილის ცეცხლოვანი ცეკვა რჩეულთან, აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე, ამღერებული გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე - სხვა ამბები საქართველოს ნაკრების წვეულებიდან

⭕ „ცხოვრების რაღაც მომენტებში, უბრალოდ სიამოვნება რომ უნდა მიიღო იმით, რომ აქ და ახლა ხარ, მაგის იდეალური მაგალითია გიორგი ქოჩორაშვილი“ - რას წერს ლალიკო თუმანიშვილი?