Digest Logo

🎥 სამი გეომაგნიტური დღე, სავსემთვარეობა და მერკურის უკუმავლობა – კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები, მიხეილ ცაგარელისგან!

1782715541
http://astroblogi.com/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98/

„ეს კვირა დახუნძლულია მოვლენებით, ცის კაბადონზე ბევრი რამ ხდება. დედამიწა 15 ივლისამდე უარყოფით ენერგოველშია, ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოცირებას და იმოქმედეთ ფრთხილად“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს და რჩევებს გვიზიარებს. 

მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი. 

„8 ივლისამდე გვაქვს მარს-ურანის შეერთება, თან კარმულ კვანძებით აქვს დაძაბული ურთიერთობა. აქ მოხდება მოულოდნელი და უცაბედი კონფლიქტები, შეიძლება ადამიანებში მოხდეს უცაბედი აგრესიის გამოვლინება, მატულობს ქარების ალბათობა, ხანძრების ტენდეცია მატულობს, ასევე სიფრთხილეა გამოიჩინეთ საჭესთან“, - ამბობს ასტროლოგი. 

მისი თქმით, მერკური - გონების მმართველი პლანეტა 24 ივლისამდე უკუმავალი ხდება, რაც უკან წარსულში გვაბრუნებს. 

„საქმეები, კონტაქტი და ურთიერთობები, რომელიც ვერ წარიმართა წარსულში კარგად, ახლა გაბრუნებთ მერკური, ამიტომ უმჯობესია, ძველ საქმეებს დაუბრუნდეთ და არ დაიწყოთ ახალი საქმეები. 

29 და 30 ივნისს გვაქვს სავსემთვარეობა, აქ მზის და მთვარის დაპირისპირება ხდება კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქალურ ღერძზე, მოდის დიდი ენერგია, ყველა ვერ უძლებს ამ ენერგიას, რასაც მოჰყვება საფრთხეები. 

ადამიანის აქ შეიძლება გაუჩნდეს მანიაკალური აზრები, ამიტომ იყავით ფრთხილად, აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი თავი. 

1-ელი ივლისიდან, იუპიტერი ლომის ზოდიაქოს ნიშანში 1 წლით გადადის - ეს არის გამარჯვების მმართველი პლანეტა. მთავარი ფავორიტი ხდება ლომი. 

ხუთშაბათს და პარასკევს გაითვალისწინეთ უფროსების რჩევები, შაბათ და კვირას კი მოერიდეთ სასმელს და ნარკოტიკული საშუალებების მიღებას“, - ამბობს ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი. 

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕სირთულეები კომუნიკაციაში, წარსულის ურთიერთობების გააქტიურება და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 29 ივნისი - 5 ივლისის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

⭕„ეს არის დღე, როცა ქმედება ხანგრძლივ ფორმას იძენს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო“ - 29 ივნისის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„29 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ინტენსიური და კარმული კვირა გველოდება“ - რას წერს ასტროლოგი