
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 17 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს:
„17 ოქტომბერი - სამსახურის ან ნგრევის დღე:
დღის საერთო ენერგია მმართველი ციფრი 9-ის ქვეშ ციკლის დასრულება, განწმენდა და მიტევება.
დღის რეკომენდაციები:
• ემსახურე სამყაროს, ადამიანებს, ახლობლებს — გაიზიარე სიკეთე და დადებითი ემოციები.
• კარგი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის: ივარჯიშე, იარე, ესტუმრე ფიტნესს.
• გააკეთე გენერალური დალაგება, გაათავისუფლე სივრცე უსარგებლოსგან.
• შესანიშნავი დღეა ქველმოქმედებისთვის — გაუკეთე ვინმეს სიკეთე მადლიერების მოლოდინის გარეშე.
• მოემზადე ახალი 9-დღიანი ციკლის დასაწყისისთვის — ხვალ შემოვა ახალი შესაძლებლობები.
• დაასრულე ძველი საქმეები მშვიდად, მიტევებითა და ემოციურ სიმშვიდეში — მხოლოდ ასე გაიხსნება ახალი გზები.
დღეს არ შეიძლება:
• კონფლიქტები და კამათი — ენერგია შეიძლება გახდეს აგრესიული.
• სიზარმაცე და სხვისი ნების ჩახშობა.
• ხელშეკრულებების ან მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა.
დღეს ემოციები მაღალია — დაეხმარე საკუთარ თავს სუნთქვითი ვარჯიშებით, იოგით ან სპორტით.
პარასკევი — ყველაზე ხელსაყრელი დღეა შემდეგი დაბადების თარიღებისთვის:
• ცნობიერების რიცხვი 6, 15, 24 — წარმატებას მოიტანს ვარდისფერი, ფირუზისფერი და ცისფერი ტონები.
• ცნობიერების რიცხვი 7, 16, 25 — მოიხდინე მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი ფერები.
დღეს იხელმძღვანელე სიყვარულით, მადლიერებით და შინაგანი სიმშვიდით — მაშინ სამყარო თავად გახსნის თქვენს გზას“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან კარგი ფოტოებია, უმაგრეს „ვიდზე“ ხარ“ - როგორ გამოიყურება მერსი სულხანიშვილი ოპერაციის შემდეგ
🎥 ლილიანას რეაქცია, როდესაც ოპერაციის შემდეგ საკუთარი სახე დაინახა