სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქალაქ ფოთში ადგილობრივებმა ანაკონდას ჯიშის გველი აღმოაჩინეს.
ამბის გასარკვევად, რამდენად შესაძლებელია ზემოთ ნახსენები სახეობის საქართველოში ბინადრობა, „დაიჯესტი“ ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ საზოგადოებას შიშის საფუძველი არ აქვს.
„არც საქართველოში, არც მის მახლობლად, არც ევროპაში, არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში, არც ირანში, არც თურქეთში არ ბინადრობს ანაკონდა, ამხელა გველი.
აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი არის არასწორი. გველის ყველას ეშინია და ვინც ჩანაწერი გადაიღო, ეგონა ალბათ, რომ გველი იყო.
მშვიდად იყოს ხალხი, ნუ ეშინიათ“, - ამბობს „დაიჯესტთან“ საუბრისას შოთა ზანდუკელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გოგირდის დაწვა გველს აფრთხობს? როგორ დავიცვათ თავი ქვეწარმავლებისგან - ჰერპეტოლოგის რჩევები