Digest Logo

„გიორგი მიქაუტაძემ „მონაკო“ აირჩია“- L'Équipe

1720760442
გიოერგი მიქაუტაძე

გამოცემა L'Équipe-ს ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და უდიდესი ალბათობით, კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს.

როგორც გამოცემა წერს, 23 წლის ქართველი მონაკოს სამედიცინო შემოწმების გასავლელად უახლოეს დღეებში ეწვევა.

ამას გარდა, საჯაროვდება ტრანსფერის დეტალები.

„გასულ შაბათ-კვირას, პარიზში, ყველა მხარეს შორის დისკუსიამ შედეგი გამოიღო და საბოლოო დეტალები ხუთშაბათს გადაწყდა. „მეცი“, ქართველს, რომელიც 13 მილიონ ევროდ შეიძინა, დაახლოებით 25 მილიონ ევროდ ყიდის, რაშიც ბონუსებიც შედის“, - წერს გამოცემა.

ამასთან, L'Équipe-ის ინფორმაციით, მიქაუტაძე „მონაკოსთან“  4 ან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

იმას, რომ ტრანსფერი უკვე თითქმის გადაწყვეტილია, ადასტურებს გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ოფიციალური წარდგენა საქართველოს ჰიმნის ფონზე - ზურიკო დავითაშვილი სენტ ეტიენის ფეხბურთელია

„მშვიდად იყოს ხალხი, ნუ ეშინიათ“ - გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფოთში ანაკონდა შენიშნეს, ჰერპეტოლოგი უარყოფს

„დღე მეორე - ხელფასები ჩაურიცხეს მხოლოდ 17 თანამშრომელს, რა კრიტერიუმით, ვერ ვხვდები“ - ნანა ლეჟავა მორიგ პოსტს აქვეყნებს

წყარო: newshub.ge