
7 სექტემბერს „სისხლიანი მთვარე“ ცას წითლად გაანათებს - ასტროლოგების აზრით, ეს მთვარის სრული დაბნელება არა მხოლოდ ულამაზესი ციური სანახაობაა, არამედ გარდატეხების ენერგიაცა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს ძველი ჩვევების და დამამძიმებელი კავშირების დასრულებისკენ.
თევზებში მომხდარი დაბნელება ინტუიციას, ემოციებსა და სულიერ სიღრმეებს ააქტიურებს, რაც ბევრისთვის შინაგანი წმენდისა და ახალი დასაწყისების წერტილი იქნება.
7 სექტემბრის მთვარის დაბნელებაზე ვრცლად სოციალურ ქსელში ფენ-შუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი გვესაუბრება და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„დაბნელების იდუმალი ძალა: მნიშვნელოვანი ნაბიჯები 7 სექტემბერს.
ამ დღეს სამყარო თითქოს თავდაყირა დგება.
მამაკაცები ხდებიან უფრო მგრძნობიარეები, ვიდრე ჩვეულებრივ, ყველაზე პასუხისმგებელიან ადამიანს შეიძლება დავალება დაავიწყდეს, არაფრისგან აღმოცენდეს ჩხუბი — თუნდაც არასწორად შერჩეული სმაილის გამო.
7 სექტემბერს მთვარის დაბნელება გველის, რომელსაც „სისხლიანი მთვარე“ ეწოდება. ის 82 წუთი გაგრძელდება და მის გავლენას მომდევნო 82 თვის განმავლობაში ვიგრძნობთ.
მთვარის დაბნელების დროს თითქოს გონება იბინდება, იმატებს აგრესია, ჩნდება შეზღუდვები.
რა შეიძლება მოხდეს:
ყველაფერი თავდაყირა დადგეს, ყველაზე მკვეთრი გეგმებიც კი.
სერიოზული დარტყმა ურთიერთობის სფეროზე (სასიყვარულო, მეგობრულ, საქმიან ურთიერთობებზე) აქტიურდება ეჭვიანობა, მესაკუთრეობა. (იყავით თავშეკავებული, აიღეთ პაუზა).
თუ უეცრად რაღაც აგტკივდათ ეს იქნება ნიშანი, რომ სწორედ აქ უნდა მიაქციოთ ყურადღება (ამ დღეებში დიდი შანსია სწორ ექიმს მიაგნოთ). გაჩნდება სურვილი დაწყებული საქმე მიატოვოთ, არ ღირს, რადგან მოგვიანებით ინანებთ (კარგია მიუბრნდეთ და დაასრულოთ რაიმე დაუმთავრებელი საქმე, თუნდაც ჰობი).
ადამიანებში მოიმატებს აგრესია. ნუ აჰყვებით წუთიერ სურვილს უხეშად უპასუხოთ (ასე შეგიძლიათ მომდევნო 18 წლის ნეგატივი გაიაქტიუროთ).
რისი გაკეთება არ შეიძლება 6-7 სექტემბერს:
ხალხმრავალი თავშეყრის ადგილას წასვლა (ადვილია ქრონიკული დაავადების გადადება);
წყენა, გაბრაზება. ასე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაიაქტიურებთ და იმ ადამიანის კარმას აიღებთ, ვისზეც გაბრაზდებით;
ჩხუბი. პატარა კამათიც კი შესაძლოა მოულოდნელი და სამუდამო განხეთქილების მიზეზი გახდეს;
ალკოჰოლის და ძლიერი ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება;
ეჭვიანობა და ღალატი (კატეგორიულად, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს 9 წლით დაუკეტავთ რომანტიკას და ოჯახს);
ვუყუროთ ცას 19:00 - 00:01-სთ;
მიიღოთ სტუმრები, მიხვიდეთ სტუმრად;
წახვიდეთ პაემანზე, გაიცნოთ. ამ ნაცნობობამ შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ;
ისესხოთ/გაასესხოთ;
შეიძინოთ მსხვილი ტექნიკა.
სასარგებლოა:
გაჯანსაღება, განკურნება, განწმენდა, დიეტის დაწყება, ასკეზას დათქმა/დაწყება (რაიმეზე უარის თქმა რაღაცის გამო) 9-27 დღე. მადლიერებით დაემშვიდობოთ რაღაცას, რამაც უკვე ამოწურა თავის თავი (გადაყარეთ ძველი, დაზიანებული, მორალურად გაცვეთილი ნივთები), გაათავისუფლეთ ადგილი სიახლეებისთვის. არეული, გადატვირთული კუთხეების დალაგება.
6-7 სექტემბერს უარის თქმა რძის ნაწარმზე“, - წერს თამო შავლიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სანი...“ - როგორ დროს ატარებს თიკა ფაცაცია უმცროს შვილთან ერთად
🎥 „საოცარი კაბაა და უხდება ძალიან“ - თამო ვაშალომიძის ახალი კადრები ვენეციის კინოფესტივალიდან