
რამდენიმე დღის წინ, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიტიკოსს ბექა ოდიშარიას აქტივისტმა, ბავშვთა ფსიქოლოგმა, ელენე ბერიკაშვილმა შეურაცხყოფის მიაყენა.
ფრაზა, რომელიც ბექა ოდიშარიას მიაძახეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა - „მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი ქარსელაძე გამოეხმაურა და ყველა ონკოპაციენტს გამოჯანმრთელება უსურვა:
„ქვეყანაში, სადაც 383 566 ადამიანი ებრძვის სიმსივნეს-კიბოს, ქვეყანაში, სადაც ბოლო 4 წელში 78%-ით არის გაზრდილი დაავადებული ადამიანების რიცხვი, ავადმყოფები ხართ, მანიაკები, უჯიშოები და უსულოები.
როგორ ბედავთ ამ სიტყვების წარმოთქმას? ვინ მოგცათ ამის უფლება?!! თქვენ ყველა ონკოპაციენტს მიაყენეთ შეურაცხყოფა!!! ყველას!!!!!! არ გაგივლიათ ეს გზა, არ იცით რას ნიშნავს ებრძოლო სიკვდილს!!! არ იცით ყოველი წამის და წუთის ფასი, მაშინ როდესაც შენს თვალწინ საყვარელი ადამიანები მარცხდებიან.
ყოველი დილა, რომ საჩუქარია და მხოლოდ ამას ნატრობ ასე გაგრძელდეს კიდევ ბევრი წელი. არავის ვუსურვებ ამ გზის გავლას, მაგრამ თქვენი უჯიშობა ყველა ზღვარს გასცდა!
ღმერთო გთხოვ, ყველა ონკოპაციენტი გამოაჯანმრთელე!“, - წერს ნინი ქარსელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საოცარი კაბაა და უხდება ძალიან“ - თამო ვაშალომიძის ახალი კადრები ვენეციის კინოფესტივალიდან
⭕პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები - რომელ ზოდიაქოს რა თანამდებობა შეეფერება