
ასტროლოგიაში „კარმული კვანძები“ ადამიანის ცხოვრების გზას, მისი წარსული გამოცდილებისა და მომავალი მისიის ენერგეტიკულ კარიბჭეს ასახავს. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მთვარის კვანძები თითქოს უხილავ ძაფებად აკავშირებენ ჩვენს წარსულ ცხოვრებას აწმყოსთან და გვიჩვენებენ, სად ვიმეორებთ ძველ შეცდომებს და საით მიგვიწევს სულიერი განვითარება.
კარმული კვანძების ცოდნა საკუთარ ცხოვრებაში ერთგვარი კომპასია, რომელიც ადამიანს ეხმარება უკეთ გაიგოს, რა უნდა დატოვოს უკან და რისკენ უნდა იღწვოდეს მომავალში.
კარმულ კვანძებზე და ამ თემასთან დაკავშირებულ დაშვებულ შეცდომებზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი უჩა სიხარულიძე საუბრობს:
„შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ამ ცხოვრებაში რადგან მოვედით, უნდა დავივიწყოთ წინა ინკარნაციის გამოცდილება.
მაგ: როდესაც დაღმავალი კვანძი მაქვს კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანში, თითქოს ეს უნდა დავბლოკო და ვკონცენტრირდე მხოლოდ აღმავალ კვანძზე.
სამყარო ცნობილია ერთი კანონზომიერებით, რასაც ბალანსი ეწოდება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავაიგნორირო ჩემი დაღმავალი კვანძის მისია.
კარმული კვანძები აჩვენებს წინა ცხოვრების გამოცდილებას და იმას, თუ რა გზაზე უნდა წავიდეთ ამ ცხოვრებაში“, - ამბობს უჩა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: