Digest Logo

„სამყაროში დრო არ არსებობს, დროის ფენომენი ადამიანისთვის არის შექმნილი“ - რას წერს ხათუნა ნოელი

1757260929
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც დროის ფენომენზე საუბრობს:

„სამყაროში დრო არ არსებობს. მეტიც, მზის სისტემაშიც კი, რომელიც მთლიანი, უზარმაზარი სამყაროს ერთი ციდა ნაგლეჯია, დრო არ არსებობს სატურნის ( ქრონოსის) მიღმა.

დროის ფენომენი ადამიანისთვის არის შექმნილი.

არადა, ოდესღაც ჩვენც უდროობაში ვცხოვრობდით ანუ მარადისობის ნაწილი ვიყავით. მაშინ სატურნი ჯერ კიდევ თავისი რგოლების გარეშე ბრუნავდა მზის გარშემო. ცაზე ჯერ მთვარე არ ჰქონდათ დაყენებული და მზესთან უახლოესი მერკური კი არა, ერთ-ერთი იმ პლანეტათაგანი იყო, რომლებიც ახლა პერიფერიაზე ტრიალებენ.

ხანდახან ამას ჩვენც ვგრძნობთ. აი, მაშინ, როდესაც განსაცდელში ვართ ჩავარდნილი და მოცემული დრო გადასარჩენად ვერაფრით ვერ გვეყოფა, ამ დროს ჩვენი გონება სასწაულს ახდენს - დროს აჩერებს და ის, რაც მხოლოდ რამდენიმე წუთში შეიძლებოდა მოგვესწრო, წამის მეასედებში ხდება შესაძლებელი... ან როდესაც ადამიანი სიკვდილს ჩახედავს თვალებში და მთელი თავისი ცხოვრება ჩაურბენს სეკუნდებში თვალწინ... დრო ქრება, დრო აღარ არსებობს ასეთ დროს.

ვის დასჭირდა ადამიანებისათვის დრო  და თანაც შეზღუდული დრო დაეწესებინა? რომელი ელოხიმის გადაწყვეტილება იყო ეს? ან რა აუცილებლობით გამოწვეული?- ამ კითხვებზე პასუხი დღესდღეობით გაუცემელი რჩება. თუმცა, რა დროს პასუხებია, როდესაც თავად კითხვებიც კი ჯერ ძალზე მცირე რაოდენობით ინდივიდების გონებაში იბადება მხოლოდ....მაგრამ მალე მოვა დრო და...“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გამოიყენეთ ეს უნიკალური შანსი, სანამ დაბნელების, ცვლილებების პორტალი ღიაა...“ - ასტროლოგის რეკომენდაციები!

„თითოეული რეგიონი ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე! სიგიჟემდე მიყვარს ჩემი სამშობლო“ - რა ფოტოებს გვიზიარებს თათა გიორგობიანი

„შესაფასებლად აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება...“ - რა გავლენას ახდენს მთვარის ფაზები ადამიანის ცხოვრებასა და ბედზე