Digest Logo

„საქართველო ძლიერი დასაყრდენი ბაზაა მუსლიმურ სამყაროში, ამიტომ ვხედავ, ერთი გოჯი მიწაც კი არ მოაკლდება მას“ - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

1776163641
ლელა კაკულია

ლელა კაკულია ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი წინასწარმეტყველია, რომლის პროგნოზები რეალობად არაერთხელ ქცეულა.

სოციალურ ქსელში არსებობს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება მისი წინასწარმეტყველებები.

ამჯერად კი ვრცელდება წინასწარმეტყველის ძველი ჩანაწერები, სადაც იგი საქართველოზე საუბრობდა:

🔴 საქართველოს ვერავინ და ვერაფერი წაშლის მსოფლიო რუკიდან. საქართველო უფლის დაცვით ცეცხლოვან რკალში ზის და ვაი მას, ვინც მიეკარება!

❗️მეგობრებო, ქალბატონი ლელას დავალებით, შეგახსენებთ საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებათა უუუმცირეს ნაწილს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს ჩანაწერები წარსულში არაერთხელაა გამოქვეყნებული როგორც საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე წიგნებში „ახალი სიტყვა“ — ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

📌1992 წელი, 18 დეკემბერი ამერიკას მყარი და ხშირი კონტაქტი ექნება საქართველოსთან. იქმნება გენერალური შტაბი ცენტრალურ საზღვრებთან დაკავშირებით. საჰაერო ზონას იცავს უნიკალური რადარები, რომელთაც ამერიკა გვაძლევს. საზღვრებზე დაიდგმება ძლიერი, საიდუმლო სამხედრო იარაღი — ტექნიკა, რომელთაც პირიქით მიქცეულებს ვხედავ აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ. ღილაკს რომ დააჭირო ხელი, მთელ აღმოსავლეთს გადაწვავს. ეს გარემოებაც იცავს საქართველოს მუსლიმებისგან — შიში.

📌1993 წელი, 25 ივლისი საქართველოს საზღვრები იკეტება. საქართველოში ჩიტიც ვერ შემოფრინდება მომავალში. ვერავინ და ვერავითარი ძალა ვერ გადათელავს ჩვენს სამშობლოს. საქართველოს იცავს ცხრა ანგელოზი. განლაგება ასეთია:

• აფხაზეთის მხარეს სამი ხმალამოღებული ანგელოზი დგას, სამი ხატით;

• ჩრდილოეთის კარიბჭეს იცავს ორი ანგელოზი, ხმალამოღებულნი, ორი ხატით;

• აჭარას – ერთი ანგელოზი, ცხენზე ამხედრებული, ხმალამოღებული, ერთი ხატით;

• სამეგრელოს – ორი ანგელოზი, თეთრი ბაირაღებით ხელში და ორი ჯვრითა;

• თბილისს კი ერთი ანგელოზი, ცეცხლოვანი შოლტით. ეს ღვთის ენერგიაა და ვაი მას, ვინც მიეკარება!

📌 1993 წელი, 25 ივლისი საქართველოს საზღვრები იკეტება. საქართველოში ჩიტიც ვერ შემოფრინდება მომავალში.

📌 1993 წელი, 10 აგვისტო რუსები იძულებულნი შეიქნებიან, საქართველოს საზღვრები ცნონ ყოველგვარი შანტაჟის გარეშე (რაც მათ დიდ ინტერესებში შევა) და დაიცვან იგი.

📌 1996 წელი, 18 სექტემბერი მომავალში საქართველოს საზღვრები ჩაიკეტება საიმედოდ. შავი ზღვა აუცილებლად გახდება სტრატეგიული ცენტრი ამერიკისა და ევროპისა. ვხედავ სამხედრო გემებს ნატო-ს ემბლემით. რუსეთი წინააღმდეგ ვეღარ წავა.

📌 1997 წელი, 4 აგვისტო საქართველოს საზღვრები იკეტება. როგორც ძლიერი სახელმწიფო, ისე სურთ, რომ იხილონ ამერიკამ და ევროპამ. ამერიკელები მუსლიმებს არ ენდობიან, უკვე საკმაო გამოცდილება აქვთ. აზერბაიჯანი როგორც ფიქრობს, ისე არ არის. ამერიკა ისეთ პროგრამას განახორციელებს, რომ აზერბაიჯანი ფეხს ვერ გააფაფხურებს მომავალში. საქართველო კი სულ სხვაა. ქრისტიანული საქართველო ძლიერი დასაყრდენი ბაზაა მუსლიმურ სამყაროში. ამიტომ ვხედავ, ერთი გოჯი მიწაც კი არ მოაკლდება მას. განხორციელდება საზღვრების დაცვა და ძლიერი სამხედრო ბაზების ჩამოყალიბება. რუსი წააგებს — მომავალში საკუთარი თავი უხდება დასაცავი მუსლიმებისგან.

📌 1997 წელი, 3 დეკემბერი საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრები გადაიკეტება ღვთისგან. ბუნების რისხვა დაატყდებათ. გვირაბებს ვხედავ მიწით ამოვსებულს.

📌 1998 წელი, 5 იანვარი საქართველოს შავიზღვისპირეთის ზოლი ნატო-ს გემებისათვის მშვენიერი ბაზაა. ასე რომ, საქართველოს საზღვრები საიმედოდაა დაცული ზღვიდან საუკუნეების განმავლობაში. ცენტრალური შტაბი ფოთში იქნება.

📌 2012 წელი, 18 თებერვალი იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც საქართველო მიჰყვება, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის! საქართველო ნატო-შიც შევა, ევროპის შემადგენელი ნაწილიც გახდება, მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზებიც განლაგდება საქართველოს საზღვრებზე და სხვა მრავალი რამაც მოხდება, რაც ჩვენ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს. ვიმეორებ: ამერიკა რუსეთს არ დაუთმობს კავკასიაში არაფერს! შავ ზღვაზე კი, ფოთსა და ბათუმში, ისევ გამოჩნდებიან ამერიკული სამხედრო გემები.

📌 2013 წელი, 29 სექტემბერი რუსი თავის პოლიტიკას ვერ გაატარებს საქართველოში. რუსეთი მაინც ცნობს საქართველოს თავის წინანდელ საზღვრებში — აფხაზთთან და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან ერთად, ხოლო აფსუებსა და ოსებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების დოკუმენტის ნაცვლად, ფარატინა ქაღალდი შერჩებათ ხელში.

📌 2013 წელი, 20 დეკემბერი სომხეთს, ანუ არმენიასა და რუსეთს, საერთო საზღვარი არასდროს ექნებათ. იდეაში კი გაქვთ, ბატონო, მაგრამ არაფერი გამოგივათ! კოსმოსი არ დაუშვებს საქართველოს დაშლას, ქართველების გადაშენებას.

📌 2017 წელი, 6 ნოემბერი ვხედავ, ნატო-ს შეიარაღებული ძალები როგორ შემოდის საქართველოში, როგორ დაფრინავს ამერიკული ავიაცია ქართულ ტერიტორიაზე, როგორ განლაგდება თავდაცვითი სახის იარაღი ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე!

ასევე დაგაინტერესებთ:

„7 მარტიდან 9 ივლისამდე ოქროს დროის ხაზის უზარმაზარი აჩქარება მოხდება როგორც პირად, ასევე პლანეტურ დონეზე“ - ასტროლოგი

„ენას, რომელმაც სიკვდილი ასე იოლად დაამარცხა და გამოძერწა სიტყვა „გარდაცვალება“, გარდაცვალება არ უწერია“ - გიორგი კეკელიძე

​„საშვილოსნოს კიბო არის ქალურობასთან დაკავშირებული წყენა, სექსუალური ტრავმები ან კაცების მიმართ ღრმა გაბოროტება“ - დაავადებების ფსიქოსომატური ახსნა