ძველი აღმოსავლური სწავლება ამბობს, რომ სწორ ენერგეტიკულ გარემოს შეუძლია თქვენი ფინანსური კეთილდღეობა უზრუნველყოს.
ფენ-შუის სპეციალისტი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში კარის წმენდის რიტუალს გვიზიარებს, რაც მისი თქმით, ამოძრავებს ენერგიას და ააქტიურებს ფინანსური შემოსავლის ნაკადებს:
„ფენ-შუი - დეკემბერი 2025
ფინანსური აქტივაცია - კარის წმენდა:
ეს რიტუალი ამოძრავებს ენერგიას და ააქტიურებს ფინანსური შემოსავლის ნაკადებს.
განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც არასტაბილურ ან ცვალებად შემოსავალზეა დამოკიდებული, მაგრამ გამოადგება ყველას, ვისაც სურს მიიღოს თანხა სხვადასხვა წყაროდან:
ეს შეიძლება იყოს:
• ნათესავისგან თანხის გადმორიცხვა,
• კრედიტის მიღება,
• ძველი დავალიანების დაბრუნება,
• ან ფულის მიღება საჩუქრის სახით.
შეგიძლიათ ნებისმიერი კარი გარეცხოთ მთავარი ისაა, რომ ამ კონკრეტულ დეკემბრის დღეებში გააკეთოთ, როდესაც მოდის ფულის ენერგია:
✅ 9 დეკემბერი
✅ 12 დეკემბერი
✅ 17 დეკემბერი
✅ 18 დეკემბერი
✅ 19 დეკემბერი
✅ 21 დეკემბერი
✅ 24 დეკემბერი
✅ 31 დეკემბერი
გისურვებთ იღბალს და ბარაქას!“, - წერს თამუნა იოსელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი სულის გასაღები აქვს ხელში, ასე გაირბინეს წლებმა“ - თიკა ფაცაციას შვილი 15 წლის გახდა