Digest Logo

„სასიამოვნო შესაძლებლობებს, ფინანსურ თუ ურთიერთობით თემებში გაფართოებას უკავშირდება“ - ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თამარ ხოსროშვილისგან

1780433888
ასტროლოგია

💫2026 წლის ივნისის ასტროლოგიური მიმოხილვა:

ივნისი საკმაოდ დატვირთულია მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებით, თუმცა განსაკუთრებით ინტენსიური მისი ბოლო ნაწილი იქნება.

♃♌️ თვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იუპიტერის ლომის ზოდიაქოში გადასვლაა. ეს ინგრესია განსაკუთრებით საგრძნობი იქნება, რადგან დახურული და ემოციური წყლის ნიშნიდან ის ცეცხლოვან, ექსპრესიულ ლომში გადაინაცვლებს, რაც ენერგიას ბევრად უფრო ხილულს, აქტიურსა და შემოქმედებითს ხდის.

♌️♐️♈️ეს ტრანზიტი უპირველეს ყოვლისა პოზიტიურ პერიოდს იწყებს ლომებისთვის, ასევე სხვა ცეცხლის ნიშნებისთვის - ვერძისთვის და მშვილდოსნისთვის. იუპიტერი ლომში მოგვიტანს მეტ სივრცეს თვითგამოხატვისთვის, შემოქმედებისთვის, საკუთარი თავის წარმოსაჩენად, ლიდერობისთვის, ის გვიხსნის შესაძლებლობებს, გვაძლევს შანსებს უფრო თამამად დავიკავოთ საკუთარი ადგილი სამყაროში. იქამდე კი ივნისი ეტაპობრივად გვამზადებს ამ ცვლილებებისთვის.

♃♋️ივნისში იუპიტერი კირჩხიბის ბოლო გრადუსებში მოძრაობს, ამიტომ მისი გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა მათთვის, ვისაც კირჩხიბის, მორიელისა და თევზების 24°–29° გრადუსებში მნიშვნელოვანი პლანეტები ან წერტილები აქვთ. ეს პერიოდი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახალი შესაძლებლობების გაჩენასთან, თვალსაწიერის გაფართოებასთან, მოგზაურობასთან, სწავლასთან და იმ მიმართულებების ზრდასთან, სადაც აქამდე სივრცე შეზღუდულად ჩანდა.

♃♀♋️განსაკუთრებით საინტერესოა 8–10 ივნისის პერიოდი, როდესაც იუპიტერი კირჩხიბის 25° გრადუსზე ვენერას უერთდება. ორი კეთილი პლანეტის შეერთება ხშირად მოვლენების უფრო პოზიტიურ განვითარებას, მხარდაჭერას, სასიამოვნო შესაძლებლობებს, ფინანსურ თუ ურთიერთობით თემებში გაფართოებას უკავშირდება.

♄♈️ამავე დროს სატურნი ვერძის 12°–14° გრადუსებში მოძრაობს, რაც განსაკუთრებით გავლენიანია კარდინალური ნიშნებისთვის — ვერძი, სასწორი, კირჩხიბი და თხის რქა — თუ ამ მონაკვეთში მნიშვნელოვანი პლანეტები ან წერტილები აქვთ. ეს ტრანზიტი ხშირად პასუხისმგებლობების ზრდას, გადაფასების პერიოდს და რეალობასთან უფრო მკაცრ შეხვედრას უკავშირდება. შეიძლება გაძლიერდეს თვითკრიტიკა, გაჩნდეს ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში ან გაიზარდოს წნეხის განცდა, თუმცა სწორედ ეს პერიოდებია, რომლებიც დროთა განმავლობაში გვაძლიერებს, გვხდის უფრო დისციპლინირებულს და გვასწავლის საკუთარ რესურსებზე დაყრდნობას.

♈️♑️♋️♎️ვერძებისა და სასწორებისთვის ეს თემები ხშირად საკუთარი თავის გამოვლენასა და ურთიერთობების დინამიკას შეეხება; კირჩხიბებისთვის — ოჯახს, ფესვებსა და შინაგან საყრდენს; ხოლო თხის რქებისთვის — კარიერას, პასუხისმგებლობებსა და პროფესიულ მიმართულებას. საბოლოო სურათი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ინდივიდუალურ რუკაზეა დამოკიდებული.

♅♊️პარალელურად, ურანი აგრძელებს მოძრაობას ტყუპების საწყის გრადუსებში და გარდასახვა შეაქვა განათლებაში, კომუნიკაციის საშუალებებში, ინფორმაციის მიმოცვლაში. განსაკუთრებით მუტაბელური ნიშნებისთვის ეს უკვე ცვლილებების დასაწყისია — შეიძლება გაჩნდეს მოულოდნელი იდეები, ახალი მიმართულებები ან განცდა, რომ ძველი აზროვნების ფორმები ვეღარ მუშაობს.

♀♌️14 ივნისს ვენერა ლომის ზოდიაქოში გადადის. თუ კირჩხიბში ის უფრო ფრთხილი, ემოციური და დაცულობაზე ორიენტირებული იყო, ლომში უკვე სცენაზე გამოდის — ითხოვს ყურადღებას, აღიარებასა და აბლოდისმენტებს. ეს ტრანზიტი ურთიერთობებს უფრო კაშკაშას, დრამატულს და ცეცხლოვანს გახდის.

🌙☀️♊️15 ივნისს ახალმთვარეობაა ტყუპების 25° გრადუსზე. ეს ახალმთვარეობა დაკავშირებული იქნება ახალ დასაწყისებთან სწავლაში, კომუნიკაციაში, მოგზაურობაში, კონტაქტებში, ყიდვა-გაყიდვის პროცესებსა და ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ თემებში. .

🌕♑️♋️თვის ბოლოს ენერგია საგრძნობლად იმატებს. 30 ივნისს სავსემთვარეობაა კარდინალურ, კირჩხიბი–თხის რქის ღერძის 8° გრადუსზე, რომელიც ქმნის კვადრატს სატურნთან და ნეპტუნთან ვერძში. ეს ნიშნავს, რომ კულმინაცია, დასრულება და შედეგების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული იქნება. განსაკუთრებით ძლიერი იქნება ეს გავლენა კარდინალური ნიშნებისთვის — ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა — უფრო მეტად კი მათთვის, ვისაც 5°–12° გრადუსებში მნიშვნელოვანი პლანეტები ან წერტილები აქვთ. ამ პერიოდში შესაძლოა საბოლოოდ გამოიკვეთოს ის მიმართულებები, რომლებიც დიდი ხანია ცვლილებას ითხოვდა. ოჯახისა და კარიერის, პირადი ცხოვრებისა და პასუხისმგებლობების ბალანსის თემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

☿R ♋️ამავე პერიოდში მერკური იქყებს რეტროგრადულ სვლას, რაც მეტ ყურადღებას მოითხოვს კომუნიკაციაში, დოკუმენტებთან მუშაობისას, მოგზაურობებსა და დაგეგმვის პროცესში.

♂♊️ასევე ივნისის ბოლოს მარსი ტყუპების ზოდიაქოში გადადის, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ტემპს, ზრდის ინფორმაციულ ნაკადს, კომუნიკაციასა და გადაადგილებას. ენერგია უფრო მენტალური და სწრაფი ხდება, თუმცა იზრდება გადაღლისა და გაფანტულობის რისკიც.

ბოლოს — თვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა: იუპიტერი ლომის ზოდიაქოში გადადის და ახალ 12-წლიან ციკლებს ააქტიურებს. ეს იუპიტერის დაბრუნებაა მათთვის, ვისაც ნატალურ რუკაში იუპიტერი ლომში ჰყავს, ახალი ციკლი, ახალი შანსები, ახალი შესაძლებლობები. საბოლოო ჯამში, ივნისი გვამზადებს იმისთვის, რომ წლის მეორე ნახევარში სხვა მასშტაბით, სხვა სიჩქარით და სხვა წესებით გავაგრძელოთ მოძრაობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შემოქმედების, სიყვარულისა და თვითგამოხატვის დროა...“ - 3 ივნისის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

სარეცხის საპნით დაბანა გამონაყარზე და ძმრიანი „ნასკები” სიცხის დროს - სამედიცინო მითები და რეალობა მაია ბუწაშვილისგან

„მადლობა ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთე“ - რას წერს გიორგი მიქაუტაძე კაშიაზე