Digest Logo

„სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

1656650742
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

კარგი დღეა აქტიური და ინიციატივიანი ადამიანებისთვის. შეგიძლიათ თამამად გამოხატოთ თქვენი აზრი და წამოაყენოთ ნოვატორული იდეები. თუმცა, არ ღირს კოლეგათა და ხელმძღვანელთა კრიტიკა.

პარტნიორული ურთიერთობა – თავი შეიკავეთ კამათისა და ზედმეტი პრეტენზიების  გამოთქმისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საიუველირო ნაკეთობების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას, ნერვიულობას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, თევზებს და მორიელს.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🎥 რა გზა გაიარა შსს-დან დიდ სცენამდე, რატომ ალაპარაკდა ყვითელი პრესა ლუბა უსპენსკაიასთან მის ურთიერთობაზე და რას ჰყვებოდა რუსეთში ცხოვრებაზე? - 31 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის პირადი ამბები

მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

„ეს იყო საიდუმლო, რომელიც მივიტანეთ ბოლო წუთამდე“ - გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი გალას შესახებ