Digest Logo

🎥 „უმჯობესი იქნება დღე დაუთმოთ ოჯახის წევრებს...“ - 4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1751606383
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა, სწორედ ამიტომ კარგი იქნება, დღე ოჯახთან ერთად გაატაროთ. დაკავდეთ იმით, რაც თქვენი ოჯახისთვის იქნება კარგი. გაატარეთ დრო ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად“, - 4 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:

ვერძი

დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, დაბრკოლებები წარმოგექმნათ და შესაძლოა ყველაფერი ისე არ მიდიოდეს, როგორც თქვენ გინდათ. არ იდარდოთ, რადგან დღის მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება. უფრო მარტივი იქნება მოქმედება და ახალი ნაბიჯების გადადგმა.

კურო

ფოკუსირდით გრძელვადიან გეგმებზე. კარგი იქნება თუ თქვენ პერსპექტივებს სწორად განსაზღვრავთ, იდეალური დღე არის ახალი ცოდნის მისაღებად. ნებისმიერი ახალი ნაბიჯი თქვენთვის წარმატების მომტანია.

ტყუპები

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღე თქვენთვის წარმატებულია, აუცილებლად გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე მოვა. არის შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

კირჩხიბი

საინტერესო დღეა, განსაკუთრებით ურთიერთობების კუთხით. შესაძლოა, მოგიწიოთ ურთიერთობების გადაფასება. მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები. სხვა საკითხებში უმჯობესია თავი შეიკავოთ. 

ლომი

შესაძლოა, დღეს კონტროლი იგრძნოთ როგორც საქმიან ურთიერთობაში, ისე პირადში. ეს კი თქვენში გაღიზიანებას გამოიწვევს. შეეცადეთ, შედარებით მშვიდად შეხედოთ სიტუაციას. იყავით დიპლომატიურები.

ქალწული

განსაკუთრებით გჭირდებათ დღეს პროდუქტიულობა. ამასთან ერთად არ არის სასურველი დღის წინასწარ დაგეგმვა. უმჯობესია მოვლენები თავისთავად განვითარდეს, თქვენ კი ფეხი აუწყოთ.

სასწორი

ნეიტრალური დღეა, შესაძლოა ის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, რომლებიც გაკისრიათ, თქვენთვის შემაწუხებელი აღმოჩნდეს. არ აიღოთ ახალი პასუხისმგებლობები, განსაკუთრებით სხვა ადამიანებთან დამოკიდებულებაში.

მორიელი

მარტივი იქნება კომუნიკაცია, ახალი ადამიანების გაცნობა, თუმცა უმჯობესი იქნება დღე დაუთმოთ ოჯახის წევრებს. მეტი დრო გაატარეთ სახლში. შეგიძლიათ, სახლში ცვლილებებიც შეიტანოთ. შეიქმენით მყუდრო გარემო და დღე მშვიდად გაატარეთ.

მშვილდოსანი

დილით ქაოსსა და მოუსვენრობას იგრძნობთ. შესაძლოა, გინდოდეთ რაღაც და ვერ ხვდებოდეთ რისი გაკეთების სურვილი გაქვთ. არ იჩქაროთ და საკუთარ თავს რაიმე ნაბიჯების გადადგმა არ აიძულოთ.

თხის რქა

ნაყოფიერი დღეა, როგორც საქმიანი, ისე საკუთარი სურვილების ასრულებისთვის. შეგიძლიათ, დღე ნებისმიერი საქმის შესრულებას დაუთმოთ, რადგან საკმაოდ მარტივად გამოგივათ.

მერწყული

დღევანდელი დღე ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ, თუმცა ამისთვის მზადყოფნა გჭირდებათ. კარგი იქნება თუ გარემოს შეიცვლით, წახვალთ ბუნებაში ან ცოტა ხნით შეწყვეტთ საქმის კეთებას. არ იყოთ ორიენტირებულები რუტინული საქმის შესრულებაზე.

თვზები

შესაძლოა, გაგიჩნდეთ ახალი იდეები და შესაძლებლობები, რომლებიც შეგიძლიათ თამამად გაუზიაროთ თქვენ მეგობრებსა და ახლობლებს. თვიდან აირიდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ არამდგრადი ამინდი 7 ივლისამდე შენარჩუნდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

„კარგ განწყობასა და პროდუქტიულობას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება“ - 4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „ხელფასს რომ ვიღებდით, ვაბარებდით დედამთილს და ის ანაწილებდა საქმეში, თუ დაგვჭირდებოდა გვაძლევდა“ - გია ჯაჯანიძის დედა