ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, ოქტომბერში ჯანმრთელობის კუთხით მოსალოდნელ ტენდენციებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება სასუნთქ სისტემას, თირკმელებსა და ენდოკრინულ სისტემას დაუთმო. ასევე, მისივე პროგნოზის მიხედვით, 24 ოქტომბრის შემდეგ შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემის მიმართ მეტი სიფრთხილეა საჭირო.
ზოდიაქოს რომელ ნიშანს რომელი ზონა უსუსტდება?
ვერძი - თირკმელები, ყელის არე, ენდოკრინული სისტემა.
კურო - განსაკუთრებული ყურადღება მართებს სამედიცინო შეცდომების მიმართ. შესაძლოა არასწორი დიაგნოზი დაგისვან. სუსტ ზონაშია ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.
ტყუპები - ყველაზე სუსტი ზონაა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თავი დაანებეთ ზედმეტ ნერვიულობას. პრობლემა გადაწყვიტეთ ტვინით და არა გულით.
კირჩხიბი - სუსტი ზონა ზუსტად ისაა, რაც დაბადებიდან სუსტ ზონად გაქვთ, ეს არის კუჭი და მკერდი.
ლომი - გისუსტდებათ სასუნთქი სისტემა, ფილტვები, ბრონქები. მოერიდეთ თამბაქოს.
ქალწული - თქვენი სუსტი ზონაა ყელი, ცივი და გაზიანი სასმელები არ გინდათ! ასევე სწორი ნაწლავიც პრობლემურია.
სასწორი - მთავარი პრობლემაა თავის ტკივილი, სპაზმი აქვს თქვენს ნერვულ სისტემას.
მორიელი - იმუნიტეტი ძალიან დაბალი გაქვთ, გისუსტდებათ ლიმფური სისტემა და ტერფების ზონა. გაუფრთხილდით თვალებს. გაციების ალბათობა მაღალია.
მშვილდოსანი - ვენები თქვენი სუსტი ზონაა, ნუ იდგებით დიდხანს ფეხზე, ჯობს იაროთ. თვალების გადაღლა კატეგორიულად გეკრძალებათ.
თხის რქა - თქვენი სუსტი ზონაა ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები. ექსტრემალურ ვარჯიშებს მოერიდეთ.
მერწყული - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საზარდულს, მენჯ-ბარძაყის ძვალს. ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავსაც ყურადღება მიაქციეთ.
თევზები - თქვენი სუსტი ზონაა შარდ-სასქესო, რეპროდუქციული სისტემა. ინფექციური დაავადებების ალბათობა მაღალია.
რედ. შენიშვნა: ეს არის ასტროლოგიური პროგნოზი და არა სამედიცინო დასკვნა. ზოდიაქოს ნიშანი დაავადების რისკს სანდოდ ვერ განსაზღვრავს. ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გოგო თუ ბიჭი? - რომელი მშობელი განსაზღვრავს ბავშვის სქესს
⭕„კურიერად მუშაობდა“ - ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში 28 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა