ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 27 სექტემბრის ასტროლოგიურ ტენდენციებზე წერს:
„ჰოროსკოპი 27 სექტემბრისთვის:
მთვარის დღე — 6 / 7
მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე მშვილდოსანში
ვერძი
მნიშვნელოვანი საქმეები გადადეთ, მოსალოდნელია შეფერხება. მაგრამ სასიამოვნო შეხვედრები და ახალი ნაცნობობა გაგახარებთ.
კურო
დაასრულეთ გადადებული საქმეები და დაპირებები, თორემ პრობლემები წამოიჭრება. შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრა.
ტყუპები
დღე დატვირთული იქნება. პრობლემები უმნიშვნელო საკითხებიდანაც კი წამოიჭრება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
კირჩხიბი
დღევანდელი მოვლენები დაგაფიქრებთ და გადააფასებთ დამოკიდებულებებს. იყავით აქტიური და გულწრფელად ილაპარაკეთ ახლობლებთან.
ლომი
იმუშავეთ მარტო და გამოიჩინეთ მონდომება. გაუზიარეთ სხვებს თქვენი გეგმები — ეს დაგეხმარებათ განვითარებაში.
ქალწული
ინტუიციას დაეყრდენით და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. ახლობლებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ.
სასწორი
საუბარში ყურადღება მიაქციეთ ტონს. თავიდან აიცილეთ კონფლიქტები და იმოქმედეთ დიპლომატიურად.
მორიელი
ნუ იჩქარებთ, მოძებნეთ თქვენთვის სასიამოვნო რიტმი. საოჯახო საქმეები დაგამშვიდებთ და ენერგიას დაგიბრუნებთ.
მშვილდოსანი
გამოარჩიეთ მთავარი საქმეები და მხოლოდ მათზე კონცენტრირდით. ნუ დაკარგავთ დროს ფუჭ საუბარში.
თხის რქა
რუტინა გადადეთ. დაკავდით იმით, რაც მნიშვნელოვანია. შეისვენეთ და საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
მერწყული
შეხედეთ ყურადღებით რას და როგორ გეუბნებიან სხვები — შესაძლოა სიმართლეს მალავენ. ძალები სიმშვიდეში აღიდგინეთ.
თევზები
საუბრები იყოს მოკლე და საქმიანი. ირწმუნეთ საკუთარი თავი და თამამად იმოქმედეთ — თქვენი სურვილები ახდება“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა
🎥 ალექსანდრა პაიჭაძემ იმიჯი შეიცვალა - „დაწყებით კლასებში სულ ასე მქონდა “