
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:
„არ გამოგვეპაროს ჩვენი გადარჩენის ჟამი, იმიტომ, რომ ეს წამი, ახლა, აი, ეს წამი, შეიძლება ჩემი უკანასკნელი წამია, იმიტომ, რომ უცებ, შეიძლება გარდავიცვალო, არავინ არ არის დაზღვეული მოულოდნელი გარდაცვალებისგან და გარდაცვალება ნიშნავს იმას, რომ მარადისობაში შეხებაში მოდიხარ და შენი ღვაწლი მთავრდება და დგები გამოცდის წინაშე - ამას ნიშნავს მარადისობა, ამას ნიშნავს გარდაცვალება, მე ჩემი ღვაწლი დავასრულე და ველოდები ლუსტრაციას ჩემი არსებისას, რას წარმოვადგენ მე...“, - წერია ამონარიდში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „უდახვეწილესი გოგო ხარ“ - მანუ მურღულია წითელ კაბაში პოზირებს