Digest Logo

„საუკეთესო თვეა იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება დაალაგოთ!“ - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი სოფიო ბზეკალავასგან

1722092804
სოფია ბზეკალავა

„აგვისტო ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, გონებაში ბევრ რამეს დაალაგებს. ძალიან ბევრი პლანეტა თავს მოიყრის ქალწულის ზოდიაქოში. ამ ნიშანს მე დიდ დამლაგებელს ვეძახი და შესაბამისად, აგვისტო მოიტანს წარსულში დაბრუნებას, მოვლენების სხვა რაკურსში დანახვას. შესაძლოა ისეთი ინფორმაციები გაჟღერდეს, რაც მოულოდნელი იქნება“,- ამის შესახებ ასტროლოგმა სოფიო ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

ვერძი - მოგიწევთ ბევრი გადაადგილებები, იქნებით მულტიფუნქციონრები. გექნებათ აუცილებლობა რამდენიმე საქმე აკეთოთ ერთად. ვერ ვიტყვით, რომ არ გექნებათ ენერგია, ბევრი თქვენგანი მიხვდებით, რომ სიტუაციებს ზოგჯერ ძალიან მარტივად უნდა შეხედოთ.

კურო - საუკეთესო თვეა იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება დაალაგოთ! დაალაგოთ პირადი ურთიერთობები, დაასრულოთ ტოქსიკური ურთიერთობები, გადახედოთ ფინანსურ საკითხებს, რადგან ბევრ რესურსს ხარჯავთ. მიხვდებით, რომ ცხოვრებაში ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა გჭირდებათ.

ტყუპები - თვის დასაწყისში გექნებათ მოულოდნელი, კრიზისული პრობლემები, რომლებიც ასაკოვან ადამიანებს დაუკავშირდება, ასევე სამსახურებრივ თემებს. გაგიმეორდებათ რაღაც სიტუაციები, რაც დაგაფიქრებთ თქვენი დანაშაულის შეგრძნებაზე. 

კირჩხიბი - კირჩხიბს მართავს მთვარე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში გადაფასდება ეგოსთან დაკავშირებული საკითხები. მოგიწევთ რესურსების კორექტირება, ასევე მოისმენთ არც თუ ისე სასიამოვნო სიმართლეს თქვენს შესახებ. 

ლომი - თვის პირველი ნახევარი თქვენთვის ძალიან კარგი და ეფექტური იქნება, კარგად იგრძნობთ თავს, ენერგიულად, თუმცა არ დაგავიწყდეთ, ბევრი პლანეტა თქვენს მომიჯნავე პლანეტებში გადავა და თქვენი საქციელის, ეგოს კორექტირება მოგიწევთ.

ქალწული - უკან დაბრუნდებით, რაც სასიამოვნო არ იქნება. მოგიწევთ იმაზე მეტი მუშაობა, ვიდრე გეგონათ. მოსაწყენი პერიოდი დაგეწყებათ, ყოველდღიური რუტინით შემოიფარგლებით, ამიტომ რჩევაა, იპოვეთ გზები, რითაც თქვენს ცხოვრებას გაახალისებთ. 

სასწორი - დაბრუნდება ბევრი სიტუაცია, რომელიც წინა წლის ივლის-აგვისტოში გქონდათ, უნდა გაიხსენოთ მაშინ რას ვერ გაართვით თავი, ურთიერთობები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან, გქონდათ ორი არჩევანი და ვერცერთი აირჩიეთ. გაბედავთ და შეიცვლით იმიჯს, კარგი იქნება თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს დაიწყებთ.

მორიელი - მოგიწევთ წარსულის კარის საბოლოოდ დახურვა! წახვალთ ცხოვრების ისეთ ეტაპზე, სადაც მიხვდებით, რომ ცხოვრება ღირს დისკომფორტის ფასად. იმისთვის, რომ იყო თავისუფალი უნდა აიღო პასუხისმგებლობები. მიხვდებით რა გიშლით ხელს, ზოგჯერ სიტუაციებს ვერ აკონტროლებთ და თქვენი თავის მიერ აშენებულ ციხეში ცხოვრობთ.

მშვილდოსანი - გეძლევათ საშუალება გაიფართოოთ თვალსაწიერი, მიიღოთ ახალი შემოთავაზებები, რომელიც მოკლევადიან გადაადგილებასთან იქნება დაკავშირებული. მოულოდნელად გადაკვეთ საზღვარს, რაც იქნება ძალიან სასიამოვნო, თუმცა იქნება მოკლე ვადიანი. სიტყვიერად აგრესიული გახდებით და ისაუბრებთ იმაზე, რაზედაც აქამდე არ გილაპარაკიათ.

თხის რქა - თვის პირველი ნახევარი იქნება ეფექტური თავისი შემოთავაზებებით, თუმცა ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. გაგაღიზიანებთ ადამიანები, რომლებიც არ უკვირდებიან რას ლაპარაკობენ. თვის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ დედმამიშვილებთან, ახლო წრის ადამიანებთან ურთიერთობას.

მერწყული - გაქვთ საშუალება მეგობრების დახმარებით მოაგვაროთ საკვანძო საკითხები, რომელიც უკავშირდება ფინანსებს და ბინას. გააკეთეთ შენაძენები, რასაც ბევრად ნაკლებად იყიდით. თვის მეორე ნახევარში გაგაღიზიანებთ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები.

თევზები - თვის პირველი ნახევარი ძველი ისტორიების გახსენების პერიოდი იქნება, სადაც მოგიწევთ სიტუაციების სხვა მხრიდან დანახვა. დაინახავთ თქვენს შეცდომებს და თუ ამას აღიარებთ ძალიან კარგი იქნება. იქნება გამოწვევები, პროექტები, ემიგრაცია, სასწავლო კურსები, რომლებსაც ფრთები ოქტომბერში შეესხმება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო ჭურჭელი? - ტოქსიკოლოგის რეკომენდაციები

ნინო გაჩეჩილაძე პარიზში მოგზაურობს - რა კადრებს აქვეყნებს ცნობილი მსახიობი

სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა