ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 2 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„ჰოროსკოპი 2 თებერვლისთვის
მთვარის დღე: 15 / 16
მთვარის ფაზა: ღამით — სავსემთვარეობა ლომის ნიშანში
დღის ენერგია ძლიერია და ემოციური. სავსემთვარეობა აძლიერებს განცდებს, სურვილებსა და შინაგან ხმას. მნიშვნელოვანია — არ აჰყვეთ იმპულსებს, მაგრამ არც საკუთარი გრძნობების ჩახშობაა საჭირო.
ვერძი
თუ რამე პირველივე ცდაზე არ გამოგივიდათ, გამოიჩინეთ მოთმინება და ბოლომდე მიიყვანეთ საქმე. აკონტროლეთ ემოციები. საღამოს ფიზიკური აქტივობა ან სეირნობა დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში.
კურო
წარმატებული დღეა. საკუთარი ძალების რწმენა დაგეხმარებათ ყველა სირთულის გადალახვაში. ნუ გაექცევით მნიშვნელოვან საუბარს ახლობელ ადამიანთან — დროა რთული სიტუაცია ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოთ.
ტყუპები
გულწრფელი საუბარი საყვარელ ადამიანთან გააუმჯობესებს ურთიერთობას და მოაგვარებს დაძაბულ საკითხებს. ნუ შეგეშინდებათ პირად თემებზე საუბრის. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ხარჯი, რომლის გადადებაც რთული იქნება.
კირჩხიბი
საქმეს პასუხისმგებლობით მიუდექით, თუნდაც წვრილმანებში. ეს დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით დასრულებაში და ავტორიტეტის განმტკიცებაში. თუ რამე გაწუხებთ — გაუზიარეთ მეგობრებს.
ლომი
ძველმა პრობლემებმა ან გადაუჭრელმა საკითხებმა შეიძლება კვლავ შეგახსენოთ თავი. დღეს მნიშვნელოვანია მათი დასრულება, რათა ახალი ეტაპისთვის სივრცე გათავისუფლდეს. საჭიროების შემთხვევაში დახმარება სთხოვეთ ახლობლებს.
ქალწული
დღე შეიძლება მოულოდნელმა და უცნაურმა სიტუაციებმა გაალამაზოს. დათანხმდით არასტანდარტულ შეთავაზებებს — ისინი ახალ გამოცდილებასა და საინტერესო ადამიანებს მოგიტანენ.
სასწორი
შესაძლოა მოგიწიოთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. პრობლემები, რომლებიც ხშირად მეორდება, საბოლოო გადაწყვეტას ითხოვს. დღეს კარგი დღეა წერტილის დასასმელად და შინაგანი სიმშვიდის დასაბრუნებლად.
მორიელი
რთულ სიტუაციებში ენდეთ ინტუიციას — ის სწორ მიმართულებას გაჩვენებთ. საქმიანი თანამშრომლობა შეიძლება მნიშვნელოვან პროფესიული გაცნობა მოიტანოს, რომელიც მომავალში კარიერულ ზრდაზე იმოქმედებს.
მშვილდოსანი
ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა. შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნა. თუმცა დიდი ხარჯებისგან თავი შეიკავეთ — ეკონომიის რეჟიმი სასარგებლო იქნება.
თხის რქა
გულწრფელობა და სიმართლე დღეს წარმატებამდე მიგიყვანთ. ნუ შეგეშინდებათ თქვენი აზრის გამოხატვის. მხარდაჭერა შეიძლება მიიღოთ იმ ადამიანებისგან, ვისგანაც ამას არ ელოდით.
მერწყული
საუბარში შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მოსმენა. ნუ მოერიდებით რთულ თემებს — ისინი დაგეხმარებათ ხედვის შეცვლაში. საღამოს სახლიდან გასვლა და გარემოს შეცვლა სასარგებლო იქნება.
თევზები
ინტუიცია დაგეხმარებათ სირთულეების თავიდან არიდებაში. შესაძლებელია წარსულიდან ადამიანების ან მოვლენების დაბრუნება. ნუ გაიმეორებთ ძველ შეცდომებს — გაითვალისწინეთ გამოცდილება და იფიქრეთ პოზიტიურად“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ დაიწყო საქართველოს სულიერი გარდაქმნა 17 საუკუნის წინ - ქვეყნის გაქრისტიანების ისტორია
⭕საქართველოში კომედიის თეატრი იქმნება - იდეის ავტორები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე არიან