Digest Logo

საქართველოში კომედიის თეატრი იქმნება - იდეის ავტორები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე არიან

1769974747
პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე

საქართველოში კომედიის თეატრი იქმნება. მთავარ როლში პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე არიან, თუმცა, არა მხოლოდ სპექტაკლის, არამედ მთელი პროექტის. სწორედ მათი იდეით იქმნება თეატრი, სადაც კომედია არამხოლოდ ჟანრი - მაყურებელთან ურთიერთობის ენა იქნება. იუმორისტები მაყურებლის გაცინებას, ტელეეკრანების შემდეგ, ახლა უკვე პირდაპირ სცენიდან ეცდებიან.

კომედიის თეატრის პირველ სპექტაკლს „იქაური აქაურები“ ჰქვია - პრემიერამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და შვიდივე სპექტაკლის ბილეთები უკვე გაყიდულია.

თეატრის შემქმნელები გვპირდებიან, რომ სიცილი გარანტირებული, ემოცია კი დაუვიწყარი იქნება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ირმებთან მოულოდნელი შეხვედრები, დათვების კვალზე სიარული, დაკვირვება იშვიათ სოკოებსა და მცენარეებზე - რეინჯერის დღიური

🎥 მკვლელი რეჟიმის ბრძოლა ძალაუფლებისთვის - სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა

„ბავშვის გაჩენას არ/როდის აპირებ? შეყვარებული გყავს? რამდენი გაქვს ხელფასი? ასეთი კითხვები ადრესატის ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი მიზეზია“ - ლევან შელეგია