Digest Logo

„საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობა, მოთმინებას მოითხოვს...“ - მიმდინარე კვირის პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის: 16-22 მარტი

1773739726
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი ♈

ერიდეთ შემთხვევით ურთიერთობებს, განსაკუთრებით რომანტიულ სფეროში. ნუ მოადუნებთ ყურადღებას და იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. იზრდება კონფლიქტების ალბათობა.

კურო ♉

მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საქმეში. ჯანმრთელობისა და განწყობის გაუმჯობესება ხელს შეგიწყობთ ახალი გეგმების განხორციელებაში. უეცრად განვითარებული სასიყვარულო გრძნობა ხანმოკლე აღმოჩნდება.

ტყუპები ♊

ნებისმიერ სასიკეთო შესაძლებლობას ამ პერიოდში მაქსიმალურად გამოიყენებთ, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებშიც. სარისკო ფინანსურ შემოსავალზე, სჯობს უარი თქვათ. შინაგანი განცდები გაიძულებთ დაასრულოთ ზოგიერთი ურთიერთობა.

კირჩხიბი ♋

შეხვედრებისა და გადაადგილებების გაზრდილი რაოდენობა, შინაგან დაძაბულობას გაზრდის. ეცადეთ, დასვენებისთვის გამოიყენოთ თავისუფალი დრო. საყვარელ ადამიანთან კი შეიძლება გაგიჭირდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება.

ლომი ♌

გამოიყენეთ მიღებული ინფორმაცია მიზნების მისაღწევად. მოერიდეთ კამათსა და კოლეგებთან დაპირისპირებას. საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობა კი, მოთმინებას მოითხოვს.

ქალწული ♍

შეასრულეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეები. დაასრულეთ ძველი ვალდებულებები, რათა აიცილოთ თავიდან უსიამოვნებები. მოგზაურობისას და გზებზე მოძრაობისას კი, აუცილებელია სიფრთხილე გამოიჩინოთ.

სასწორი ♎

შეიძლება თქვენს წინაშე შემოსავლის ახალი პერსპექტივები გამოჩნდეს, მაგრამ ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით. საყვარელი ადამიანის სირთულეების მოგვარებაც შესაძლოა, თქვენ მოგიწიოთ. გადაადგილებები, დასვენების საშუალებას არ მოგცემთ.

მორიელი ♏

ენერგობალანსი დაქვეითებულია. მოერიდეთ რისკს, ბევრ ხალხთან ურთიერთობას. ძველი სასიყვარულო პრობლემები შეგახსენებთ თავს, რაც საყვარელ ადამიანთან პრობლემის მიზეზი გახდება.

მშვილდოსანი ♐

შესაძლოა, სამსახურის გამოცვლის წინადადება მიიღოთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ ნაადრევია. საქმიან პარტნიორებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.

თხის რქა ♑

საქმიან პარტნიორებთან ადგილი ექნება ორაზროვან სიტუაციებს. ახალი რომანტიკული ურთიერთობა, სასურველ შედგეს ვერ გამოიღებს. პირად ცხოვრებაში კი, შეიძლება გაგიჩნდეთ საიდუმლოებები.

მერწყული ♒

მაქსიმალურად გამოიყენეთ შემოქმედებითი ნიჭი. ხშირი გადაადგილებები გაგიზრდით შემოსავალს. შესაძლოა, მეგობრული ან საქმიანი ურთიერთობა სწრაფად გადაიზარდოს სასიყვარულო გრძნობაში.

თევზები ♓

სამსახურშიც და პირად ურთიერთობებშიც გულღია იყავით, რათა ცვლილებებმა მხოლოდ დადებითი შედეგი გამოიღოს. მოგზაურობისას ბევრ ადამიანს გაიცნობთ. ამ პერიოდში, გაიგებთ ახალ ინფორმაციას, გაეცნობით ახალ იდეებს და მიიღებთ სამოქმედო მოტივაციას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕ „ტკბილეულები ერთი წლის დაძველებით“ - თეონა ცირამუას ტყუპები იუბილარები არიან

⭕ ეკუთვნის თუ არა აღდგომა მიცვალებულს და როგორ მოვიქცეთ სასაფლაოზე? - ეზოტერიკოსი საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს

⭕ „საუკეთესოა, გააკეთოთ დილით ან საღამოს...“ - მარტივი პრაქტიკა სამშაბათისთვის თაკო მელიქიშვილისგან

წყარო: tbiliselebi.ge