Digest Logo

„სენსიტური“ გახდება სიყვარულის, ფინანსების, თვითშეფასების, ეჭვიანობის თემები“ - 14 სექტემბრის ასტრომიმოხილვა

1789365519
მორიელი მორიელი

14 სექტემბრის ასტროლოგიური მიმოხილვა:

დღეს ორშაბათია. ახალ კვირას საკმაოდ ღრმა და ემოციურად დატვირთული დღით ვიწყებთ, რაც ნიშნავს, რომ ეს დღე მოგვიწოდებს უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ საკუთარ გრძნობებს, ურთიერთობებს, ფინანსებთან დამოკიდებულებებს და იმ სიტუაციებს, რომლებიც რატომღაც ჩვენზე ემოციურად ძლიერ გავლენას ახდენს, თუმცა ძლიერი ემოცია ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სიტუაცია დრამატულია. ზოგჯერ ის უბრალოდ მტკივნეულ ადგილს გვახსენებს.

დილა სასწორის ნიშანში მყოფი მთვარით იწყება. 10:44 საათზე კი მორიელის ნიშანში გადავა. გაითვალისწინეთ, რომ გადასვლამდე მთვარე უკურსო იქნება, ამიტომ დილით ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას. უმჯობესია, დაკავდეთ ყოველდღიური საქმეებითა და რუტინით, დაასრულოთ წვრილმანი საკითხები, შეადგინოთ გეგმები, მაგრამ დილიდანვე ნუ ეცდებით რაიმე ახლის დაწყებას ან თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას.

მთვარის მორიელის ნიშანში გადასვლის შემდეგ კი დღის ატმოსფერო საგრძნობლად შეიცვლება. თუ მთვარე სასწორში მიმართულია წონასწორობის შენარჩუნებისკენ და კომპრომისისკენ, მორიელის მთვარისთვის უკვე აღარ არის საკმარისი ზედაპირული სიმშვიდე და ჰარმონია - მას სჭირდება გაიგოს, სინამდვილეში რა ხდება ჩვენს შიგნით, ემოციურ, ქვეცნობიერ სამყაროში. ამიტომ დილის 10:44 საათის შემდეგ იმატებს ისეთი თვისებების გამოვლენა, როგორიცაა: ეჭვიანობა, ემოციური სიღრმე და ჩაძიება. სურვილი, გავერკვეთ სხვა ადამიანების ნამდვილ მოტივებში, მივაგნოთ მიმდინარე მოვლენების გამომწვევ მიზეზებს და გავიგოთ, რატომ ვითარდება ესა თუ ის სიტუაცია. ამ დროს გვიჩნდება სიღრმისეულ თემებზე საუბრის სურვილი, ურთიერთობების გარკვევა, ფინანსურ საკითხებში ჩაღრმავება და საკუთარი განცდების გაანალიზება.

ეს ენერგია მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა მორიელის ნიშანში მოძრავი მთვარის ენერგიის პოზიტიურად გამოყენება შეგვიძლია, რადგან ასეთ მთვარეს აქვს უნარი, დაგვანახოს ქვეცნობიერის ყველაზე მივიწყებულ კუნჭულში დამალული თემები, ის, რაც ზედაპირზე არ ჩანს. თუმცა მორიელის მთვარის რთულ ენერგიას ემატება და უფრო ინტენსიურს ხდის სხვა ფაქტორებიც. დღეს ჩვენი გრძნობების სამყარო ძალიან მშფოთვარე და მღელვარე იქნება. ამის მიზეზი მთვარე - ვენერას შეერთებაა, რაც გაძლიერდება ვენერასა და ქირონს შორის უკვე არსებული ოპოზიცია. განსაკუთრებით „სენსიტიური“ გახდება სიყვარულის, ურთიერთობების, ფინანსების, თვითშეფასების, ემოციური მიჯაჭვულობის, ნდობის, ეჭვიანობისა და საკუთარი ღირებულების განცდის თემები.

შესაძლოა პარტნიორის რომელიმე ფრაზა ჩვეულებრივზე მეტად შეურაცხმყოფლად მოგვეჩვენოს. მიღებულმა უარმა შეიძლება საკუთარი თავის არასაჭიროობის განცდა გაგვიმძაფროს, უმნიშვნელო ფინანსურმა პრობლემამ ფინანსებთან დაკავშირებული დიდი შფოთვა გამოიწვიოს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ თავად მოვლენა და ჩვენი რეაქცია მასზე. თუ ვინმემ არ დაგირეკათ, ეს ფაქტია, მაგრამ ფიქრი: „მას აღარ ვჭირდები“ - უკვე ჩვენი ინტერპრეტაციაა. თუ თქვენს თხოვნაზე უარი გითხრეს, ეს ფაქტია. მაგრამ დასკვნა: „მე საერთოდ არ მაფასებენ“ - შესაძლოა ძველი მტკივნეული გამოცდილების რეაქცია იყოს. სწორედ ქირონს შეუძლია დღეს დაგვანახოს ის ადგილი, სადაც აწმყო წარსულ გამოცდილებას გვახსენებს.

ამიტომ დღევანდელი დღე შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მათთვის, ვინც მზად არის, უბრალოდ ემოციური რეაქციის მიღმა არსებულ მიზეზებში გაერკვეს. თუ თქვენს ცხოვრებაში რომელიმე სიტუაცია მეორდება, დღეს ეცადეთ, მხოლოდ სხვა ადამიანების ქცევაზე დაკვირვების ნაცვლად საკუთარ როლს ჩაუღრმავდეთ ამ სცენარებში. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: რას ვაკეთებ ყოველ ჯერზე არასწორად? რისი მეშინია? რის შენარჩუნებას ვცდილობ? რატომ არის ეს კონკრეტული თემა ჩემთვის ასე მტკივნეული?

თვითანალიზი დღეს ეფექტური იქნება, რადგან, გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა, აქტიურდება პლუტონიც, რომელიც ტაუ კვადრატის მწვერვალზე აღმოჩნდება. პლუტონი ტრანსფორმაციის პლანეტაა და, ამასთან, მორიელის მმართველიც არის - სადაც დღეს მთვარე მოძრაობს. პლუტონის პრინციპი რადიკალურია. თუ ჩვენს ცხოვრებაში რაიმე მოსაშორებელია, ის ამ პროცესში კრიზისის გზით გვეხმარება.

დღეს ბევრი რამის აღმოჩენა და გაანალიზება შეგვიძლია.

10:15 საათიდან მეოთხე მთვარის დღის ენერგია გააქტიურდება. ეს არის დღე, როდესაც გვარის კარმული სცენარები იწყებს გამოვლენას. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც დღეს მოხდება. მოვლენები შეიძლება დაკავშირებული იყოს არა მხოლოდ პირადად თქვენთან, არამედ თქვენს საგვარეულო ისტორიასთანაც. ამასთან, ეს კარგი დღეა იმისთვის, რომ მრავალი ნეგატიური საგვარეულო პროგრამა დავხუროთ და საკუთარ საგვარეულოს მხარდაჭერა ვთხოვოთ.

თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დღეს განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას შეიძლება ხანგრძლივი შედეგები ჰქონდეს, რომლებიც არა მხოლოდ თქვენზე, არამედ თქვენს ოჯახზეც აისახება. თუ შეძლებთ, რომ ეს დღე ჩხუბისა და კონფლიქტების გარეშე გაატაროთ, ამით ჰარმონიის საფუძველს შექმნით არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი თქვენი საგვარეულოსთვისაც.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეგნებულად გააკეთეთ რაღაც უწყინარი, რაც იდეალური არ არის...“ - როგორ არ მივაქციოთ სხვის აზრებს ყურადღება, ფსიქოლოგის განმარტება

„შესაძლებელია პრობლემები, შეცდომები, შეფერხებები, უარი, გეგმების ჩაშლა“ - 14 სექტემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 სექტემბერს საქართველოში