პირველ სექტემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის სატურნთან და პოზიტიურს მერკურისთან - ფრთხილად, თუ აგვარებთ საქმეებს უცხოელებთან, საზღვარგარეთ. არ დაარღვიოთ წესები. დაკვირვებით მოაგვარეთ ბიუროკრატიული საკითხები. შეიძლება წარსულში დაშვებული შეცდომის გამოსწორება ახალ შეძლოთ.
8 სექტემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია აღმავალ კვანძთან - საინტერესო ადამიანი შეიძლება გაიცნოთ, ვისთანაც მომავალში საქმიანობას შეძლებთ. წარმატება გელოდებათ მივლინებისას. ზოგიერთმა შეიძლება პარტნიორის დახმარებით ავტომობილი, გაჯეტი შეიძინოთ.
10 სექტემბერს მერკური სასწორში გადადის - სწავლის დაწყების დროა ან ახალი გზა, მარშრუტი შეიძლება გამოგიჩნდეთ. არაა გამორიცხული, რომ მგზავრობისას გაიცნოთ ადამიანი და დაუმეგობრდეთ. ზოგიერთი მიიღებთ მნიშვნელოვან საბუთს. დიპლომატიურად მოგვარდება უსიამოვნებები მეზობლებთან, მეგობრებთან.
10 სექტემბერს ვენერა მორიელში გადავა - მოგინდებათ სახლის მოლამაზება, საოჯახო და ლამაზი ნივთების შეძენა; ოჯახის წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობა. რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია შინაურულ სიტუაციაში.
11 სექტემბერს, 7:26-ზე (თბილისის დროით) ახალმთვარეობა გველოდება ქალწულში - გაგიუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი ან დამატებითი წყარო. შეიძლება დააბანდოთ ფული სწავლაში, ჯანმრთელობაში, ჯანსაღი ცხოვრების დაწყებაში.
12 სექტემბერს მერკური დაძაბავს ურთიერთობას ნეპტუნთან და ჰარმონიული ასპექტი ექნება პლუტონთან - შეიძლება რადიკალურად შეგეცვალოთ წარმოდგენა ადამიანზე. ამასთან, ნუ ენდობით ახალგაცნობილებს, საეჭვო ადამიანებს და მოერიდეთ რამე საქმის დაწყებას ასეთებთან. აგრეთვე არ გირჩევთ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას და ნურც ნასვამს ჩაუჯდებით მანქანაში.
14 სექტემბერს მერკური ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან - გენიალური იდეები დაგებადებათ ან შეძლებთ იდეები ორიგინალურად განხორციელებას. დაიწყებთ ახალ პროექტზე მუშაობას ან შეიძლება ახალი გუნდი შეკრათ და მათთან ერთად დაიწყოთ სწავლა, პროექტებზე მუშაობა.
15 სექტემბრიდან შავი მთვარე ანუ ლილიტი (ჩვენი ილუზიები, ცდუნება, შიშები) დატოვებს მშვილდოსნის ნიშანს და 9 თვით თხის რქაში იქნება - მეტი დრო უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას: გაიუმჯობესეთ ძილის, კვების და დასვენების რეჟიმი. თუ ამ პერიოდში უნდა ჩააბაროთ ანალიზები, გადაამოწმეთ. ნუ აიყვანთ სამსახურში საეჭვო ადამიანებს, ზოგადად, სამსახურში შეიძლება იყოს ჭორები და გაურკვევლობები. ზოგიერთი შეიძლება შინაური ცხოველისგან დაზიანდეთ.
15 სექტემბერს ვენერა დაძაბულ ასპექტს შექმნის პლუტონთან - საყვარელი ადამიანის გამო შეიძლება უსიამოვნება შეგექმნათ ოჯახის წევრებთან. პარტნიორთან ერთად მოაგვარეთ სახლის გაუმჯობესებთან დაკავშირებული საკითხები.
23 სექტემბერს მზე სასწორში გადადის და ამავე დღეს დგება შემოდგომის ბუნიობა - სასიამოვნო და რომანტიკული შეხვედრების დრო დგება. გახშირდება კომუნიკაცია, ინტელექტუალური საუბრები, დიპლომატიური შეთანხმებები. აგრეთვე ფლირტი, ივლით პაემნებზე. სწავლა კი სასიამოვნო გახდება.
26 სექტემბერს, თბილისის დროით, 20:48-ზე სავსემთვარეობა გველოდება ვერძში - უნდა მიიღეთ შედეგი, საბოლოო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ გამგზავრებასთან, განათლების მიღებასთან ან პედაგოგობასთან დაკავშირები. თუ ემიგრაციაში ხართ, შეიძლება გადაწყვიტოთ სამშობლოში დაბრუნება. ზოგი კი დაასრულებთ სასამართლო საქმეს, თუ ასეთი გქონდათ.
28 სექტემბერს მზე ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან - მოულოდნელად შეიძლება სადმე გაემგზავროთ, წახვიდეთ მივლინებაში. დაიწყებთ ორიგინალური იდეების განხორციელებას. ზოგიერთს გელოდებათ მოულოდნელი შეხვედრა და საუბარი. ზოგიერთმა კი შეიძლება აქამდე თქვენთვის უჩვეულ სფეროს შესწავლა დაიწყოთ.
ამავე დღეს, 28 სექტემბერს მარსი კირჩხიბიდან თქვენს ნიშანში გადმოვა და დარჩება 26 ნოემბრამდე - მარსი 2 წლის წინ იყო თქვენს ნიშანში და გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, მოგინდებათ ფიზიკური გააქტიურება და ვარჯიშის დაწყება. მიმართეთ თქვენი ენერგია კეთილი საქმეების შესრულებაზე და მოერიდეთ აგრესიის გამოვლინებას.
30 სექტემბერს მერკური გადავა მორიელში - გახშირდება საუბრები სახლთან დაკავშირებით ან სახლში გეყოლებათ სტუმრები. მოერიდეთ სარკასტულ საუბრებს ოჯახის წევრებთან. მოაწესრიგეთ სახლთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთს კი შეიძლება ბინისთვის სესხის აღება დაგჭირდეთ.
აი, ასეთი შეიძლება იყოს სექტემბერი თქვენთვის, ჩემო ძვირფასო ლომებო, მე ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ
წყარო: FB/ ანა მზიანი
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცხელება, გამონაყარი და დიარეა - რა ვირუსები ცირკულირებს ზაფხულში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
⭕აირჩიე ფოტო და გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში
⭕რიტუალი, რომელიც ძილის წინ უნდა ჩაატაროთ - რა რჩევებს გვიზიარებს თამუნა იოსელიანი?