ლილიტი, ჩვენი ილუზიები, ცდუნება, შიშები თქვენს ნიშანში გადმოდის და 15 სექტემბრიდან და ამ დღიდან მაქსიმალურად უნდა გაფრთხილდეთ, რომ თქვენმა ქმედებამ, საქციელმა ამ სიტყვამ არ დაგაზარალოთ. ლილიტი თქვენს ნიშანში იქნება 9 თვის განმავლობაში. ბოლოს თქვენს ნიშანში იყო 9 წლის წინ და გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ თქვენს ცხოვრებაში.
♑️ პირველ სექტემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის სატურნთან და პოზიტიურს მერკურისთან - მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს ოჯახის წევრებთან და განსაკუთრებით ასაკით უფროს ადამიანებთან, პარტნიორებთან, ნუ დაძაბავთ მათთან ურთიერთობას. შეიძლება კამათი იყოს სახლის თემასთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.
♑️ 8 სექტემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია აღმავალ კვანძთან - სამსახურში გელოდებათ წარმატება და შედეგად - მატერიალური ჯილდოს, პრემიის მიღება. შეიძლება დაწინაურდეთ. ზოგიერთი შეიძლება ლამაზი, ძვირად ღირებული ნივთის, საჩუქრის მფლობელი გახდეთ, რაც შეგიცვლით სტატუსს.
♑️ 10 სექტემბერს მერკური სასწორში გადადის - მოაწესრიგეთ საბუთები, გააქტიურდით, შეეხმიანეთ გავლენიან ადამიანებს, რომ დაგეხმარონ დაწინაურებაში. ზოგიერთმა შეიძლება გადაიფორმოთ ავტომობილი, მიიღოთ საბუთი, რაც შეგიცვლით სტატუსს.
♑️ 10 სექტემბერს ვენერა მორიელში გადავა - რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ სამეგობრო წრის დახმარებით, სოციალურ ქსელებში. შეიძლება რომანი გააბათ იმ ადამიანთან, ვისთან ერთადაც იმუშავებთ ახალი პროექტზე, ან სწავლის დროს.
♑️ 11 სექტემბერს, 7:26-ზე (თბილისის დროით) ახალმთვარეობა გველოდება ქალწულში - სიახლეები გელოდებათ უცხოეთის თემებში. შეიძლება გაემგზავროთ უცხოეთში სწავლის, მუშაობის ან სიყვარულის გამო. მოიმატებს ინტელექტუალური განვითარების სურვილი და შეიძლება დაიწყოთ რამის შესწავლა, ან - დაიწყოთ პედაგოგობა.
♑️ 12 სექტემბერს მერკური დაძაბავს ურთიერთობას ნეპტუნთან და ჰარმონიული ასპექტი ექნება პლუტონთან - უნდა გადაწყდეს თქვენი სტატუსის, ოჯახის თემასთან დაკავშირებული საკითხი. შეიძლება ფული დაგეხარჯოთ საბუთების აღებაზე, საბინაო საკითხების მოგვარებაზე. რასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე, მოერიდეთ ბუნდოვანებას, გაურკვევლობას და მაქსიმალური დაკვირვება და სიფრთხილე გამოიჩინეთ.
♑️ 14 სექტემბერს მერკური ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან - სამსახურში გელოდებათ სიახლეები. შეიძლება დანერგოთ ტექნოლოგიების გამოყენება, შეიძლება დაიწყოთ ახალი იდეების განხორციელება. ამასთან, გაფრთხილდით, რომ სამსახურში გადაღლილობის გამო არ შეგექმნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხე.
♑️ 15 სექტემბერი ეს ის დღეა, როცა შავი მთვარე ანუ ლილიტი თქვენს ნიშანში გადმოვა - ახლა თითქოს მთელი მსოფლიოს ყურადღება თქვენკენაა მომართული და ყველა ჩასაფრებულია, რომ თქვენი ერთი არასწორი ქმედება ამ ნათქვამი კიდევ უფრო დამახინჯებულად გაავრცელონ და კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეგიქმნან. გაფრთხილდით, შეიძლება იყოს ცდუნებები, ბრალდებები, შეიძლება სხვის გამო თქვენ დაზარალდეთ.
♑️ 15 სექტემბერს ვენერა დაძაბულ ასპექტს შექმნის პლუტონთან - გაფრთხილდით, რომ რაღაც იდეის ან მეგობრის გამო ფინანსურად არ დაზარალდეთ. მოერიდეთ მეგობრებისთვის ფულის სესხებას. ნუ დააბანდებთ ფულს საქმეში, პროექტში, თუ არ გაქვთ შესწავლილი დეტალები.
♑️ 23 სექტემბერს მზე სასწორში გადადის და ამავე დღეს დგება შემოდგომის ბუნიობა - ამ დღიდან უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრებისეული პირობები, აიმაღლოთ სტატუსი, დაწინაურდეთ ან დაქორწინდეთ. ზოგიერთმა შეიძლება ისეთი ნივთი შეიძინოთ, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ.
♑️ 26 სექტემბერს, თბილისის დროით, 20:48-ზე სავსემთვარეობა გველოდება ვერძში - რაღაც შედეგი უნდა მიიღოთ სახლთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, შეიძლება მიიღოთ ბინადრობის საბუთი ან თუ რემონტი გქონდათ, დაასრულოთ.
♑️ 28 სექტემბერს მზე ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან - სამსახურში უნდა გამოიჩინოთ თავი, უფროსს ან დამქირავებელს უნდა დაანახვოთ რა შეგიძლიათ და როგორი ღირებული თანამშრომელი ხართ. ზოგიერთმა სამსახურში შეიძლება მეტი თავისუფლება და კრეატიულობა მოითხოვოთ. დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება სამსახურში, ან ორიგინალური ქმედება დასაწინაურებლად. შეიძლება მუშაობის დროს აქტიურად გამოიყენოთ აიტიტექნოლოგიები ან ელექტრონივთები, რაც შეგიმსუბუქებთ შრომას.
♑️ ამავე დღეს, 28 სექტემბერს მარსი კირჩხიბიდან ლომში გადავა და დარჩება 26 ნოემბრამდე - უნდა გააქტიურდეთ, რომ მოაგვაროთ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება ფული დააბანდოთ ბიზნესში ან დაიწყოთ ფულის მოგროვება რამის შესაძენად. იმოქმედეთ პარტნიორთან შეთანხმებულად და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე, ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ. თუ ბიზნესს პარტნიორთან ერთად აწარმოებთ, მოერიდეთ აგრესიულობას მის მიმართ, გააზრებულად იმოქმედეთ.
♑️ 30 სექტემბერს მერკური გადავა მორიელში - გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში, გახშირდება კომუნიკაცია მეგობრებთან, შეიძლება დაიწყოთ რამის შესწავლა ონლაინ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტაროლოგიური პროგნოზი 2026 წლის სექტემბრისთვის: რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?
🎥 „ჩემი ცელქი ბაჭია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილის უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს
„ეს კითხვები დაგეხმარება, რომ მიხვდე სად ხარ, ვისთან ხარ, როგორ ხარ და რისთვის“ - რას წერს ფსიქოლოგი