სექტემბერი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებით გამოირჩევა. თვის საერთო ენერგეტიკულ და ემოციურ ფონს ორი ძლიერი მოვლენა განსაზღვრავს - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა და 26 სექტემბრის სავსემთვარეობა.
ამას ასევე ემატება სატურნის, ურანის, ნეპტუნისა და პლუტონის - რეტროგრადული მოძრაობა, რაც სექტემბერს განსაკუთრებით საინტერესო და გარდამტეხ პერიოდად აქცევს.
ასტროლოგიური თვალსაზრისით, პლანეტების ასეთი განლაგება გვკარნახობს, რომ დროა, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენს გრძელვადიან გეგმებს, სტრატეგიებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შესაძლოა უკვე დაკარგეს აქტუალურობა.
ეს პერიოდი ხელს უწყობს არა მხოლოდ გარეგნულ ცვლილებებს, არამედ ღრმა შინაგან ტრანსფორმაციასაც. სექტემბერი გახლავთ თვე, როდესაც შინაგანი ცვლილებები მომავალში მნიშვნელოვან გარეგნულ შედეგებს მოგვიტანს.
♈ ვერძი
სექტემბერი ვერძებისგან ტემპის გადახედვასა და ენერგიის უფრო გონივრულად მართვას მოითხოვს. თვის დასაწყისში ყურადღება ყოველდღიური საქმეების ორგანიზებას, სამუშაო პროცესებსა და დაგროვილი საკითხების მოწესრიგებას დაუთმეთ.
ხოლო 23 სექტემბრის შემდეგ მეტი ყურადღება ურთიერთობებსა და პარტნიორისკენ მიმართეთ. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, არამედ მეორე მხარის მოსმენა და გათვალისწინებაც.
სამუშაო სფეროში აქტიური პერიოდი გელოდებათ. შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე საკითხის მოგვარება მოგიწიოთ, თუმცა ამ თვეში სიჩქარე თქვენს წისქვილზე წყალს არ დაასხამს. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, ხოლო მნიშვნელოვანი დოკუმენტები და შეთანხმებები ყურადღებით გადაამოწმეთ.
სამსახურში შესაძლოა კონფლიქტურმა სიტუაციებმა იჩინოს თავი, ამიტომ სასურველია არ აჰყვეთ ემოციებს. რაც შეეხება რომანტიულ ურთიერთობებს - ამ კუთხით თვის მეორე ნახევარი მეტად აქტიური იქნება. თუ ურთიერთობაში დაძაბულობა დაგროვდა, შეეცადეთ კონსტრუქციული დიალოგით მიაღწიოთ კომპრომისს. მარტოხელა ვერძებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაცნობობის შესაძლებლობაც გაჩნდეს. ჯანმრთელობის კუთხით შეეცადეთ არ გადაიღალოთ. სწორად გადაანაწილეთ თქვენი ენერგიის რესურსი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ.
♉ კურო
კუროებისთვის სექტემბერი სტაბილურობისა და თანმიმდევრული წინსვლის თვეა. ეს არ არის რადიკალური ცვლილებების პერიოდი — პირიქით, ახლა ყველაზე დიდ შედეგს მოთმინება, პრაქტიკული მიდგომა და უკვე დაწყებული საქმეების დასრულება მოგიტანთ. თვის ბოლოს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სახლს, ოჯახსა და პირად კომფორტს.
საქმიანი საკითხების მოსაგვარებლად საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდია. მოლაპარაკებები, შეთანხმებები და ფინანსური დაგეგმვა წარმატებით წარიმართება, თუ ემოციებს გააკონტროლებთ. თვის მეორე ნახევარში განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ხარჯების გადახედვა და გრძელვადიანი ფინანსური მიზნების ჩამოყალიბება. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქ სიმშვიდისა და სტაბილურობის მოთხოვნილება გაიზრდება.
თქვენთვის მნიშვნელოვანი გახდება პარტნიორის სანდოობა, სიტყვასა და საქმეს შორის თანხვედრა და ურთიერთობაში უსაფრთხოების განცდა. არსებულ ურთიერთობებში ეს პერიოდი ემოციური კავშირის გაძლიერებას უწყობს ხელს. ნუ ეცდებით ერთ დღეში შეცვალოთ ცხოვრების მთელი რეჟიმი. ორგანიზმს სტაბილურობა სჭირდება. იზრუნეთ სრულფასოვან დასვენებაზე, ძილზე და ემოციური რესურსის აღდგენაზე.
♊ ტყუპები
სექტემბერი ტყუპებისთვის ინფორმაციის, კომუნიკაციისა და ახალი შესაძლებლობების აქტიური პერიოდია. თვის მეორე ნახევარში, მზის სასწორის ნიშანში გადასვლის შემდეგ, თქვენი სოციალური და ინტელექტუალური აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება. საქმიან სფეროში ახალი კონტაქტების და პარტნიორების მოზიდვის შანსები მნიშვნელოვნად მოიმატებს. შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე მოგიწიოთ მუშაობა, ამიტომ მთავარი ამოცანა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა იქნება.
ნუ გაფანტავთ ენერგიას მეორეხარისხოვან საკითხებზე და მნიშვნელოვანი საქმეები დროულად დაასრულეთ. სექტემბრის მეორე ნახევარი ახალი ნაცნობობებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება. კიდევ უფრო გაგიმარტივდებათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა და საკუთარი მომხიბვლელობის გამოვლენა. თუ სერიოზული და ღრმა ურთიერთობები გსურთ მაშინ , მოგიწევთ საკუთარი გრძნობებისა და სურვილების გულწრფელად გამოხატვა. იმისათვის, რომ თავი ჯანმრთელად იგრძნოთ კარგი იქნება ზედმეტი ინფორმაციისგან პერიოდულად გათიშვა, ეკრანებთან დროის შემცირება და სრულფასოვანი დასვენება.
♋ კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის სექტემბერი ემოციურად მნიშვნელოვანი თვეა. ოჯახი, სახლი და პირადი სივრცე თქვენს განწყობაზე ჩვეულებრივზე მეტად იმოქმედებს. 26 სექტემბრის სავსემთვარეობამ შესაძლოა ემოციური ფონი კიდევ უფრო გაამძაფროს და გარკვეული საკითხების საბოლოო გააზრებისკენ გიბიძგოთ. შეეცადეთ, რომ საქმიანი გადაწყვეტილებები ემოციურმა მდგომარეობამ არ განსაზღვროს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებისას.
ახლა უმჯობესია ყველაფერი წინასწარ გათვალოთ და გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლო რისკები შეაფასოთ. პირადი კუთხით თავს იჩენს დაგროვებული წყენა და უთქმელი ემოციები. თუ რაიმე გაწუხებთ, ისაუბრეთ ამაზე მშვიდად და პირდაპირ. ამავდროულად, საკუთარი საზღვრების დაცვა არ დაგავიწყდეთ — ჰარმონია მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ურთიერთობაში ორივე მხარის საჭიროებებია გათვალისწინებული. აკონტროლეთ ემოციური ფონი რათა თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე არ აისახოს.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ძილის ხარისხს, დასვენებასა და შინაგან სიმშვიდეს. საკუთარ თავს აღდგენის შესაძლებლობა აუცილებლად მიეცით.
♌ ლომი
სექტემბერი ლომებისთვის ცხოვრების რიტმის დალაგებისა და პრიორიტეტების გადახედვის თვეა. თვის პირველ ნახევარში ფინანსურ საკითხებზე მოგიწევთ კონცენტრირება.
23 სექტემბრის შემდეგ კი მოიმატებს შეხვედრების, ახალი ნაცნობობისა და მოგზაურობის სურვილი. კარგი პერიოდია ფინანსური სტრატეგიის შესაქმნელად, ძველი საქმეების დასასრულებლად და სამუშაო პროცესების სისტემატიზაციისთვის. თვის მეორე ნახევარში იმპულსურ ხარჯებს მოერიდეთ.
ასევე მნიშვნელოვანია, საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ და ზედმეტი ვალდებულებები არ აიღოთ. პირადი კუთხით, 23 სექტემბრის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება გულწრფელი კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა და საერთო გადაწყვეტილებების მიღება. თუ პარტნიორობაში ბალანსი დაირღვა, ახლა მისი აღდგენის შესაძლებლობა გეძლევათ.
კარგია თუ მოერიდებით გადაღლას, ნუ დაელოდებით იმ მომენტს, როდესაც ორგანიზმი თავად მოგთხოვთ გაჩერებას. დროულად დაისვენეთ და ყოველდღიურ რეჟიმში აღდგენისთვის აუცილებელი დრო დატოვეთ.
♍ ქალწული
სექტემბერი ქალწულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული პერიოდია. 23 სექტემბრამდე მზე თქვენს ნიშანში იმყოფება და განსაკუთრებულად აძლიერებს წესრიგის, დისციპლინის, პრაქტიკულობისა და თვითგანვითარების თემებს. ეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ცხოვრების ის სფეროები მოაწესრიგოთ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებას ითხოვდა.
პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეგიძლიათ. განსაკუთრებით ხელსაყრელია ფინანსური ანალიზი, დოკუმენტების მოწესრიგება, დაგეგმვა და გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. სექტემბერში შექმნილი სისტემა მომავალში სტაბილურობის საფუძველი გახდება. თქვენი მაღალი სტანდარტები შესაძლოა ახლობელი ადამიანებისთვის ზოგჯერ ზედმეტ კრიტიკად აღიქმებოდეს.
სიყვარულში მხოლოდ შეცდომებს ნუ დაინახავთ. თვის მეორე ნახევარში თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება მშვიდი, საიმედო და პროგნოზირებადი ურთიერთობა. მოუფრთხილდით ემოციურ ფონს. შეეცადეთ ყველაფრის იდეალურად შესრულების სურვილმა ზედმეტი პასუხისმგებლობები არ დაგაკისროთ. დაიცავით რეჟიმი და პერიოდულად საკუთარ თავს უბრალოდ დასვენების უფლება მიეცით.
♎ სასწორი
სექტემბრის მთავარი გარდატეხა სწორედ სასწორების შეეხებათ. 23 სექტემბრიდან, როდესაც მზე თქვენს ნიშანში გადავა, თქვენი ენერგია, თავდაჯერებულობა და ინიციატივის სურვილი საგრძნობლად გაიზრდება. თვის მეორე ნახევარი თქვენთვის ახალი ციკლის დაწყების წინაპირობას შექმნის. გააქტიურდება საქმიანი ურთიერთობები, მოლაპარაკებები და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
შესაძლოა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან პროფესიულ პარტნიორებად იქცევიან. რთულ საკითხებში გამარჯვების საუკეთესო გზა დაპირისპირება კი არა, დიპლომატიური მოლაპარაკება იქნება. პარტნიორული ურთიერთობები სექტემბრის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცევა. არსებული კავშირებისთვის ეს არის ბალანსის აღდგენისა და ურთიერთგაგების გაძლიერების პერიოდი. მნიშვნელოვანია, პარტნიორობისას მხოლოდ საკუთარი სურვილებით არ იხელმძღვანელოთ და თანაბრად გაითვალისწინოთ მეორე ადამიანის საჭიროებებიც.
შეეცადეთ ენერგორესურსის სწორად გადაანაწილოთ. განსაკუთრებით თვის მეორე ნახევარში ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად მოსწრებას. შეინარჩუნეთ ბალანი და ნუ გადაიღლებით.
♏ მორიელი
სექტემბერი მორიელებისთვის გარეგნული აქტიურობის ნაცვლად შინაგანი პროცესების გააქტიურებას მოიტანს. რეტროგრადული პლანეტების ფონზე შესაძლოა შეიქმნას განცდა, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი საქმე თუ მოვლენა ნელდება ან დროებით ჩერდება, თუმცა ეს შეფერხება უფრო მეტად გადაფასების პერიოდია, ვიდრე რეალური დაბრკოლება.
თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება წარსული გადაწყვეტილებების, მიზნებისა და იმ გარემოებების გადახედვა, რომლებმაც დღევანდელ მდგომარეობამდე მოგიყვანათ. შესაძლოა მიხვდეთ, რომ ზოგიერთი მიმართულება უკვე აღარ შეესაბამება თქვენს რეალურ პრიორიტეტებს.
ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ გადაწყვეტილებას ემოციური დაძაბულობის ფონზე იღებთ. პროფესიულ გარემოში ძალისმიერი პოზიციის დაკავებამ შესაძლოა ზედმეტი დაპირისპირება გამოიწვიოს.
სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით თქვენთვის მნიშვნელოვანი გახდება არა მხოლოდ ურთიერთობის ფორმალური სტატუსი, არამედ ის, რამდენად უსაფრთხოდ და თავისუფლად შეგიძლიათ საკუთარი გრძნობების გამოხატვა. თუმცა ეჭვიანობისა და კონტროლისკენ მიდრეკილებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.
სექტემბერში ყურადღება მიაქციეთ დაგროვილ ემოციურ დაძაბულობას. გარეგნულად შესაძლოა ყველაფერს უმკლავდებოდეთ, თუმცა შინაგანი გადაღლა უფრო შესამჩნევი გახდეს. შეეცადეთ განმარტოვდეთ და ასე დაისვენოთ.
♐ მშვილდოსანი
სექტემბერი მშვილდოსნებს საკუთარი ენერგიის სტრუქტურირებას მოსთხოვს. თქვენი ბუნებრივი სურვილი — სწრაფად იმოქმედოთ, ახალი მიმართულებები მოსინჯოთ და ერთდროულად რამდენიმე შესაძლებლობას გაჰყვეთ - ამ თვეში გარკვეულ დაბრკოლებას შეიძლება წააწყდეს. მეტი დისციპლინა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება დაგჭირდეთ.
კარგი პერიოდია გადადებული საქმეების დასასრულებლად და იმ გეგმებისთვის კონკრეტული ფორმის მისაცემად, რომლებიც აქამდე მხოლოდ იდეის დონეზე არსებობდა. პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. განსაკუთრებით აქტუალური იქნება სწავლა, ახალი უნარების შეძენა, მოლაპარაკებები და მომავალი პროექტების მომზადება. ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურობას.
შესაძლოა პარტნიორის სიტყვები ან ქმედებები იმაზე მძაფრად აღიქვათ, ვიდრე რეალურად არის. 23 სექტემბრის შემდეგ კომუნიკაცია გაცილებით ჰარმონიული გახდება და რთული საკითხების შეთანხმებით მოგვარება გაგიადვილდებათ. ჯანმრთელობის კუთხით თქვენი მთავარი ამოცანა ენერგიის სწორად გადანაწილებაა.
ზედმეტი აქტიურობა სწრაფად დაგროვილ დაღლილობაში გადაიზრდება. ნერვული სისტემისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური რეჟიმი და დასვენების დროულად დაგეგმვა.
♑ თხის რქა
თხის რქებისთვის სექტემბერი მკაფიოდ კარიერული აქცენტებით გამოირჩევა. პროფესიული პასუხისმგებლობები, სტატუსი და გრძელვადიანი მიზნები თქვენი მთავარი საფიქრალი იქნება. რეტროგრადული სატურნი წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაგაბრუნებთ.
ეს არ არის უკან დახევის ნიშანი - პირიქით, შესაძლებლობაა, უკვე დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე არსებული სტრატეგია მეტად ეფექტური გახადოთ. სექტემბერი განსაკუთრებით ხელსაყრელია სამუშაო პროცესების სისტემატიზაციისთვის, პროფესიული მიმართულების დახვეწისა და გრძელვადიანი მიზნების დასახვისთვის.
თუ რომელიმე კარიერული გადაწყვეტილება დიდი ხანია გაწუხებთ, ახლა მისი ხელახლა შეფასება მნიშვნელოვანი იქნება. ფინანსურ საკითხებში სტაბილურობის პრინციპს მიჰყევით და მოერიდეთ ზედმეტ რისკს. საქმიანმა დატვირთვამ შესაძლოა ემოციური სფერო მეორე პლანზე გადასწიოს. თუმცა თვის მეორე ნახევარში პარტნიორის მხრიდან მეტი ყურადღებისა და ემოციური ჩართულობის მოთხოვნილება გაიზრდება.
ურთიერთობისთვის მხოლოდ პრაქტიკული მხარდაჭერა საკმარისი აღარ იქნება — მნიშვნელოვანია სითბო, თანადგომა და ემოციური ხელმისაწვდომობაც. ამ თვეს ქრონიკული გადაღლა თქვენი მთავარი რისკია. მუდმივი დატვირთვის რეჟიმში ყოფნა საბოლოოდ ენერგიის სერიოზულ შემცირებას გამოიწვევს. სექტემბერში დასვენება ისეთივე პრიორიტეტული უნდა იყოს, როგორც სამუშაო.
♒ მერწყული
მერწყულებისთვის სექტემბერი რეტროგრადული ურანის გავლენის გამო განსაკუთრებით საინტერესო თვე იქნება. როგორც თქვენი მმართველი პლანეტა, ურანი ყოველთვის დაკავშირებულია ცვლილებებთან, თავისუფლებასთან და მოულოდნელ გარდაქმნებთან, თუმცა რეტროგრადულ ფაზაში ეს ენერგია უფრო შინაგან ცვლილებებზე იქნება მიმართული.
შესაძლოა, გარეგნულად ბევრი არაფერი იცვლებოდეს, მაგრამ თქვენში თანდათან ჩამოყალიბდეს სრულიად ახალი დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომლებიც აქამდე ჩიხში მოქცეული გეგონათ. არ არის აუცილებელი, ყველა ცვლილებას დაუყოვნებლივ უპასუხოთ.
სექტემბერი უფრო სტრატეგიის დახვეწისა და არსებული მიმართულების კორექტირებისთვისაა ხელსაყრელი. პროფესიულ სფეროში მოულოდნელი ცვლილებები შესაძლოა გაჩნდეს, თუმცა მათზე რეაგირება ემოციური იმპულსით არ ღირს. ამ თვეს გაძლიერდება თავისუფლებისა და გულწრფელობის მოთხოვნილება.
ურთიერთობაში განსაკუთრებით გამაღიზიანებელი გახდება ზედმეტი კონტროლი. თუმცა ემოციური დისტანცია პრობლემის გადაწყვეტის სწორი მეთოდი არ გახლავთ. თუ ურთიერთობაში პრობლემური საკითხი არსებობს, მასზე ღიად საუბარი გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე ჩაკეტვა. ჯანმრთელობის კუთხით მთავარი გამოწვევას ნერვული სისტემა წარმოადგენს. ინფორმაციული ნაკადის შემცირება, ძილის რეჟიმის დაცვა და პერიოდული განმარტოება დაგეხმარებათ შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაში.
♓ თევზები
სექტემბერი თევზებისთვის განსაკუთრებულად ემოციური პერიოდია. რეტროგრადული ნეპტუნის გავლენა გააძლიერებს ინტუიციას, შინაგან ძიებასა და ემოციურ ჩართულობას. შესაძლოა წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს ახალი თვალით შეხედოთ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია მკაფიოდ შეინარჩუნოთ ზღვარი ინტუიციასა და ილუზიას შორის.
გაურკვეველი საკითხების გადადება მხოლოდ გაახანგრძლივებს დაძაბულობას. გადაწყვეტილებები მიიღეთ მშვიდად, ფაქტებზე დაყრდნობით და არა მხოლოდ შინაგანი განცდის საფუძველზე. ფინანსურ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკების წინასწარ შეფასება.
სექტემბერში ემოციური სიახლოვის მოთხოვნილება გაძლიერდება. თუმცა პარტნიორის იდეალიზებამ შესაძლოა რეალობის სწორად აღქმაში ხელი შეგიშალოთ. ჯანსაღი საზღვრების დაცვა აუცილებელია. თვის მეორე ნახევარში ურთიერთობაში უფრო მეტად მოგინდებათ სიმშვიდე, სანდოობა და ემოციური უსაფრთხოება.
თქვენი ენერგეტიკული რესურსი პირდაპირ იქნება დაკავშირებული ემოციურ მდგომარეობასთან. ნუ დაუშვებთ ქრონიკულ სტრესს და ემოციურ გადატვირთვას. სექტემბერში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი ძილი, მშვიდი გარემო და რეგულარული ემოციური განტვირთვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემს ბიჭებთან ერთად“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად თურქეთში ისვენებს
⭕წვიმა, ქარი და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს