Digest Logo

წვიმა, ქარი და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

1787647804
ამინდი - ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

მათვე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იფიქროთ იმაზე, რაც თავად გსურთ და არა სხვის პრობლემებზე“ - თაკო მელიქიშვილი 25 აგვისტოს ენერგიებზე

⭕ხანმოკლე წვიმა ელჭექით - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

⭕28 აგვისტოს მთვარის დაბნელება: რა ცვლილებებს უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი მომდევნო 1,5 წლის განმავლობაში